რამდენიმე თვის წინ Google-მა გამოაცხადა Project Ara-ს მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ცალკეული შეცვლადი და განახლებადოი კომპონენტებისგან შემდგარის სმარტფონის შექმნას ისახავს. კომპანიამ პირველად ეს მოწყობილობა Google I/O-ზე წარმოადგინა თუმცა ახალ ვიდეოში, რომელიც დღეს გავრცელდა Phoneblock-ის ჯგუფმა აჩვენა Ara-ს პროტოიპი, რომელიც მუშაობს. რა თქმა უნდა ის ნელა მუშაობს თუმცა ის ჩვეულებრივ იტვრითება.
რა შეიცვალა? რა თქმა უნდა ის რომ მოწყობილობაზე წარმატებით იტვირთება Android საოპერაციო სისტემა და ეს პირველი ნაბიჯია მას შემდეგ რაც პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდა მოდულარული კონცეფციის ამუშავება.
ჯერ-ჯერობით უცნობია როგორი იქნება მომდევნო პროტოტიპი, რომელიც 14 იანვარს იქნება წარმოდგენილი Ara-ს დეველოპერეების კონფერენციაზე Google-ის მიერ.