5E2192DD-7E69-415B-82AC-31016F554125.jpg

დღევანდელი განხილვის საგანი გახდა ASUS-ის ახალი N-სერიის ნოუთბუქი, წროედ რომ ის New Generation სერია რომელსაც გვპირდებოდა მწარმოებელი.

ნოუთბუქის სრული სახელია ASUS N61Jv. დაინტერესებული და ამასთანავე დაკვირვებული მომხმარებელი შემჩნევს ფირმის სერიების ცვლის კანონზომიერებას და ადვილად მიხვდება თუ რას ნიშნავს მიმდინარე სერიის ნომერი.

ახალ თაობაში ალბათ იგულისხმება სიახლეების მთელი რიგი: Intel Core i5; ჩიპსეტი Intel HM55 Express; ვიდეოსისტემა NVIDIA Optimus; USB 3.0 და 802.11n უკაბელო ქსელის ადაპტერი.

42C3E169-34A5-441B-904A-E3E53701770E.jpg

ორბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-520M რომელიც მუშაობს 2400 მჰც. ტაქტური სიხშირით და აქვს 3MB L3 ქეში (512კბ L2). გამოიყენება 32-ნანომეტრიანი ტექპროცესი და როგორც ამ ოჯახის სხვა პროცესორები აქვს ინტეგრირებული Intel HD Graphics ვიდეო სისტემა, რომელიც აპარატულ დონეზე ამუშავებს HD მატერიალებს. პროცესორის სხვა ღირსებებს შორის აღსანიშნავია Hyper-Threading და Turbo Boost, რომელიც 4 ერთდროული დინების დამუშავებას უზრუნვეყოფს და ასევე ზრდის ყველა ან რომელიმე ბირთვის სიხშირეს 2933 მეგაჰერცამდე. (პროცესორის ენერგომოხმარება გრაფიკასთან ერთად შეადგენს 35 ვატს) – მოკლედ რომ ვთქვათ შთამბეჭდავია ამ ზომის პროცესორში გაერთიანებული ფუნქციონალი და მერწმუნეთ ეს ყველაფერი იდეალურად მუშაობს.

დისკრეტული ვიდეობარათის როლს NVIDIA GeForce GT 325M ასრულებს, რომლის შესახებაც მოგვიანებით გიამბობთ. ნოუთბუქში არის DDR3 ტიპის 2G გიგაბაიტიანი ორი მოდული, სულ 4 გიგაბაიტი. 2.5 დიუმიან მყარ დისკზე Seagate არის 320 გიგაბაიტი სივრცე ინფორმაციის შესანახად.

პირველად, როცა ლეპტოპის ზედაპირს შეხედავთ შეიძლება დაინახოთ საკუთარი თავის გამოსახულება და იფიქროთ რომ ის ისეთივე პრიალაა და არ გესიამოვნოთ, მართლაც ის ლაკირებულია და აქვს მცირედი ფაქტურა და წინწკლები, რომლის გამოც შესაძლოა მასზე არ რჩება ანაბეჭდები და ცხიმები.

2D0D8E79-3C49-4654-9118-4068D5393979.jpg

შიგნით არის მოთავსებულია ფართო-ფორმატიანი ეკრანი 16 დიუმის დიაგონალით და გაფართოებით 1366ხ768 (16:9). მის ზემოთ არის 2 მეგაპიქსელიანი ვიდეო-თვალი ხოლო ქვევით ვერცხლისფერი მეტალის ბადე, რომლის ქვეშაც დამალულია Altech Lansing-ის სტერეო დინამიკები. დინამიკების გვერდებში არის პლასტმასის ჩასმები რომლებიც ან ლურჯად ან თეთრად ანათებს.

6F5C25A5-2384-442E-B086-1C5D8AC20B04.jpg

ბადის მარჯვენა მხარეს არის ჩართვის ღილაკი ოდნავი თეთრი ქვე-განათებით ხოლო მარცხნივ 5 კლავიში – Asus Express Gate და აუდიო სისტემის მართვისათვის.

DD5505B7-B11C-4ED4-945C-5188C30C7B50.jpg

კლავიატურა სრული ზომისაა და კორპუსის ზომიდან გამომდინარე მასზე ციფრების ბლოკიცაა დამატებული.

7AB4377E-6C85-4913-BCA9-C9B0988D5C2B.jpg

E7B2A5F3-9289-4715-A58A-A5895DFC95EF.jpg

კლავიატურის ქვემო არე სასიამოვნო შეგრძნების ზედაპირისგან შედგება, რომლის ცენტრშიც არის სენსორული პანელი, რომელიც საკმაოდ დიდი და კომფორტულია.

B0BF0CDB-8EF5-4088-B94E-81E9F1FDBDEE.jpg

AC872006-D8BA-46A7-979E-F91ADE2AD9F4.jpg

ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ მისი პორტები. ასე რომ მათ ჩამოთვლას მემგონი აზრი არ ექნება.

0C37B86A-3BB7-46D8-A9BC-EDBB01605498.jpg

893E4533-10FE-4A92-AD29-C7AD2FF65C21.jpg

C07B4CF0-EDD4-4516-BAF1-89F51893F03F.jpg

და რა თქმა უნდა USB 3.0 პორტი რომელიც მხოლოდ ერთია და ცისფრად არის შეფერილი.

3DA1BA11-D82C-416B-B864-0F821DF705BF.jpg

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეპტოპი ყურადღების ღირსია და მისი ყიდვა რეკომენდებული როგორც უბრალო ენთუზიასისტვის ასევე საშუალო დონის გეიმერისა და თუნდაც ბიზნესმენისათვის.

3 Responses

  1. ჰმ, ფასი ვნახე… 899 $.. არაა ნამეტანი ძვირი 🙂

  2. მეც ვნახე ეგ ფასი და საკმაოდ დავინტერესდი ამის შეძენით. საიდან შემიძლია რომ გამოვიწერო? ან თბილისში შემიძლია სადმე ამის შეძენა?

  3. ალტაში ნახე, შეიძლება შეკვეთით ჩამოგიტანონ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.