Search

YouTube-ს შემოაქვს გადასახადი ვიდეორგოლების რეკლამების გარეშე საყურებლად

youtube_logo_670

YouTube ფასიანი გამოწერის შესაძლებლობის დანერგვას გეგმავს, რაც მომხმარებელს  საშუალებას მისცემს ვიდეოები რეკლამების გარეშე ნახოს, განაცხადა ვიდეოსერვისის გენერალურმა დირექტორმა სუზან ვოჟიცკიმ Code/Mobile-ის კოფერენციაზე . ამას Re/code ღონისძიების ორგანიზატორები თავიანთი ვებ გვერდის მეშვეობით გვატყობინებენ.

ეს ნაბიჯი მომხმარებელს სხვადასხვა სპეციფიკის ვიდეო კონტენტის გამოყენებისას ფართო არჩევანს შესთავაზებს, მითუმეტეს, რომ დღესდღეისობით მომხმარებლების უმეტესობა ვიდეოებს მობილური აპლიკაციების საშუალებით უყურებს, აცხადებს ვოჟიცკი.

მობილურ მოწყობილობებზე ახლა ასეთი მექანიზმი მუშაობს: მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს უფასო სერვისი ან თამაში თავის მოწყობილობაზე რეკლამებით ან გადაიხადოს მინიმალური გადასახადი და ისარგებლოს სერვისით რეკლამების გარეშე. ვოჟიცკის სიტყვებით ამჟამად კომპანია ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეიძლება დანერგოს ეს იდეა YouTube-ის შემთხვევაშიც.

რეკლამის გარეშე გამოწერის ერთ-ერთი პირველი მაგალითი შეიძლება იყოს მუსიკალური სერვისი, იტყობინება The Wall Street Journal.

YouTube -ის გეგმა შეექმნა ონლაინ მუსიკალური სერვისი, რომელიც  მთავარ ვიდეოჰოსტინგს დაემატება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. მას ერქმევა YouTube Music Key , ხოლო მომსახურების საფასური თვეში 10 დოლარს შეადგენს.

YouTube – მა  ასევე მოლაპარაკებები დაიწყო პატენტის მფლობელ კომპანიებთან და კერძო პირებთან იმისათვის, რომ მათ მიიღონ მინაწილეობა ახალი ფასიანი გამოსაწერი ვიდეოსერვისის არხების შექმნის პროცესში, რომელიც სპეციალიზირებული იქნება გარკვეული ტიპის კონტენტზე, მაგალითად ახალი ამბები –  აცხადებს ჟურნალის წყარო. სიახლე დაემატება ამ დროისთვის არსებულ Youtube-ის რეკლამებით გამოყენების მოდელს.

სუზან ვოჟინცკი Google -ის ყოფილი მთავარი მენეჯერია , კომპანიის სარეკლამო მიმართულებით. მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან კი  ის ხელმძღვანელობს ვიდეოჰოსტინგს, რომელიც Google – მა 2006 წელს 1.65 მილიარდ დოლარად შეიძინა.