pic_4fb62adc9010d2144b322bf87e19df26

რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ სამყაროს წარმოშობის კრეაციონისტულ და ევოლუციის თეორიებს შორის ურთიერთწინააღმდეგობები არ არსებობს. ამის შესახებ იტყობინება The Guardian.

რომლის პაპის თქმით, დიდი აფეთქება, რომელიც როგორც მიღებულია გახდა სმყაროს განვითარების საწყისი, არ გამორიცხავს ღვთიურ არსს, პირიქით ის ითვალისწინებს კიდეც მას.

„ბუნებაში ევოლუცია არ ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ მათი შექმნის თეორიას, რადგან ევოლუციისათვის აუცილებელია არსებობდნენ ცოცხალი არსებები, რომლებიც შემდგომ განვითარდებიან“, – აღნიშნა პაპმა.

„როდესაც ჩვენ ბიბლიას ვკითხულობთ, ჩვენ ვრისკავთ, რომ ღმერთი წარმოვიდგინოთ როგორც ჯადოქარი, რომელმაც სამყარო შექმნა ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით და შეუძლია აკეთოს ის რაც მას მოესურვება. თუმცა ეს ასე არ არის. მან შექმნა ცოცხალი არსებები, იმისათვის რომ მათ შეძლონ განვითარება მათი შიდა წესების შესაბამისად, რომლითაც მან თითოეული მათგანი დააჯილდოვა. მხოლოდ განვითარების შედეგად შეძლებენ ისინი ჩამოყალიბებას“, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა.

ფრანცისკის წინამორბედმა, პაპმა ბენედიქტ XVI არაერთხელ განაცხადა, რომ არის სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის თეორიის მხარდამჭერი. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მეცნიერულმა მიდგომამ ადამიანთა მსოფხედველობა ძალიან შეავიწროვა. შესაბამისად ის ვერ დაეთანხმებოდა, ევოლუციის თეორიას, რადგანმისი აზრით მას არ შეუძლია რიგი პროცესების აღწერა, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, იმიტომ რომ მათი პასუხები „მეცნიერების საზღვრებს ცილდება“.

წყარო: the-guardian

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.