სერვისები როგორიცაა AirDrop ან Android Beam ფაილების გასაზიარებლად ახლოს მყოფ მოწყობილობებთან პლატფორმებზეა მიმაგრებული და არ არის მათ შორის თავსებადობა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა გინდათ გააზიაროთ ფაილი Android და iOS მოწყობილობებს შორის, პირდაპირი გზით ამის გაკეთება შეუძლებელია.
თუმცა Google-მა შესაძლოა მალე ეს ბარიერიც გადალაოხს. Coppersence იქნება სერვისი, რომელიც Android და iOS მოწყობილობებს კონტენტის გაცვლის საშუალებას მისცემს WiFi ქსელის საშუალებით. როგორც ჩანს სერვისი ლოკაციის შესახებ ინფორმაციას გამოიყენებს (მათ შორის Bluetooth), რომ მოახდინოს მოწყობილობებსი დაწყვილება; ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფოლდერების, ფოტოების და სხვა მონაცემების გადაცემა ღრუბლოვანი სერვისების გვერდის ავლით, როგორიცაა Google Drive ან Dropbox და ამ ფუნქციონალის ამოქმედებისთვის Google-ის ანგარიშის ქონაც არ იქნება საჭირო.
თუ წყაროებს ვენდობით ეს პროტოკოლი რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა ეს არ იქნება Android-ის სისტემური ფუნქციონალი და ის Google-ის აპლიკაციების მსგავსად იქნება Play Store-ში განთავსებული და მით უმეტეს ვერ გახდება iOS-ის სისტემური ფუნქციონალი და შესაბამისად მისი გადმოწერა AppStore-დან იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ საგრძნობლად შეამცირებს უფსკრულს, რომელიც ამ ორი კონკურენტ პლატფორმას ერთმანეთისგან ყოფს.