Search

ტაილანდში The Pirate Bay – ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავეს

the-pirate-bay-now-the-promo-bay

The Pirate Bay -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტაილანდში ინტერპოლის მიერ იქნა დაკავებული. ამის შესახებ,  ქვეყნის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით, Associated Press იტყობინება.

ჰანს ფრედრიკ ლენნარტ ნეია ქსელში ცნობილი TiAMO -ს სახელით საემიგრაციო პოლიციის საგუშაგოს მიერ დაკავეულ იქნა ნონგკჰაის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ქალაქ ლაოსომის საზღვარზე.

სამართალდამცავების თქმით ოთხშაბათს მოხდება მისი ექსდრატირება შვედეთში, სადაც 2009 წელს ნეია და The Pirate Bay -ის თანადამფუძნებლები საავტორო უფლებების დარღვევის გამო  დამნაშავეებად სცნეს.

მაშინ მას და კიდევ სამ თანამონაწილეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ (შემდეგ შეუმცირეს ვადები) და დააჯარიმეს 6.5 მილიარდი დოლარით შოუბიზნესის ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანისთვის.

გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ის გაიქცა შვედეთში. 2012 წლიდან ის ცხოვრობდა ლაოსში, ტაილანდში, სადაც ის 30 ჯერ ჩავიდა . მას სახლი აქვს პჰუკეტში და ერთ-ერთ ადგილობრივ ბანკში  შემნახველ ანგარიშზე დაახლოებით 5 მილიონი დოლარი აქვს შენახული.

The Pirate Bay შეიქმნა 2003 წელს შვედეთში. სახელმწიფომ მისი ხელმისაწვდომობა რიგ ქვეყნებში აკრძალა. მფლობელები  The Pirate Bay -ის არალიცენზილებული კონტენტის გავრცელებაში დაადანაშაულეს.