zsdjq0fhurmdieum2wce

VLC ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი მედია ფლეერია. მას ფართო ფუნქციონალი აქვს, რომელის შესახებაც, შესაძლოა, შენც არ იცოდე.

dsmyyktxsykmhfoqducb

VLC საშუალებას იძლევა ვუყუროთ და გადმოვწეროთ ვიდეოები YouTube-დან.

1. მოიძიე ვიდეო YouTube-ში – მაგალითად ეს – დააკოპირე URL მისამართის ზოლიდან.

2. VLC-ში გახსენი Media > Open Network Stream.

3. დააკოპირე ვიდეოს ლინკი შესაბამის ზოლში და დააკლიკე Play-ს.

4. გახსენი Tools > Codec Information.

5. ქვემოთ მოცემულია ყუთი წარწერით “Location”. მარჯვენა ღილაკზე დაკლიკვით მონიშნე და დააკოპირე მის გვერდით განთავსებული ტექსტი.

6. დაუბრუნდი ბრაუზერს და დაკოპირებული დააფეისთე მისამართის ზოლში. ეს გახსნის ფაილს YouTube-ის სერვერებიდან.

7. დააკლიკე ვიდეოს მარჯვენა კლიკით და აირჩიე “Save Video As”.

ასევე, შეგიძლია წითელი Record ღილაკზე დაკლიკვით ჩაწერო კლიპი YouTube-ის ვიდეოდან, როდესაც ის გაშვებულია VLC-ში. ეს ფუნქცია მოხერხებულია, როდესაც დიდი ვიდეოდან პატარა ნაწილის მოპარვა გინდა.

 

z23j1dwvqeoqehagqdd9

სამუშაო მაგიდაზე ვიდეოს გადამღევი პროგრამები ან უფასო და ცუდი ხარისხისაა ან კარგი და ძვირიანი. VLC ცდილობს ბალანსი დაიკავოს ამ ორს შორის.

1. დაკლიკე Media > Open Capture Device.

2. “Capture Mode”-ის ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე “Desktop”.

3. აირჩიე ვიდეო გადაღების სიხშირე. სამუშაო მაგიდისთვის 1,5 საკმარისი იქნება.

4. “Play”-ს ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე “Convert”.

5. “Profile” ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე MP4.

6. “Destination” ზოლში აირჩიე მდებარეობა, სადაც გინდა შეინახოს დასრულებული ფაილი.

7. დააკლიკე “Start”-ს.

VLC სცენის მიღმა მდომი დაიჭყებს გადაღებას. როდესაც მორჩები მუშაობას, ფლეერში დააკლიკე Stop ღილაკს და VLC დაასრულებს გადაღებას.

 

x63f6nrstahfrditg0iq

VLC-ს ასევე აქვს ჩაშენებული ვიდეო კონვერტერი. შესაძლოა შენ გჭირდება ფაილისთვის ფორმატის შეცვლა, ამისთვის აუციელბელი არ არის გადმოწერო ცალკე აპლიკაცია.

1. დააკლიკე Media > Convert/Save.

2. File Selection-ში დაამატე ფაილი, რომელისთვისაც გსურს ფორმატის შეცვლა.

3. დააკლიკე ‘Convert/Save’-ს.

4. დააკლიკე Settings ხატულას და აირჩიე ფორმატი, რომელშიც გსურს ფორმატირება.

5. “Destination”-ში მიანიჭე ფაილს მდებარეობა და სახელი.

6. დააკლიკე Start-ს.

 

fdfxeei1lrkekuxhoypo

შესაძლებელია შენს ვებკამერას არ აქვს პროგრამა, რომლითაც გადაიღებ სურათებს ან ვიდეობს. VLC საშუალებას იძლევა გადაიღო ვიდეოები YouTube-სთვის ან გადაიღო ვიდეო მესიჯები მეგობრებისა თუ ნაცნობებისთვის გასაგზავნად.

1. დააკლიკე Media > Open Capture Device.

2. “Capture Mode”-ის ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე DirectShow.

3. “Video device name”-სთვის აირჩიე შენი ვებკამერა.

4. “Audio device name”-სთვის აირჩიე შენი მიკროფონი.

5. დააკლიკე  “Advanced options”-ს.

1. თუ გინდა რომ გამოიყენო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოყვება შენს მოსწობილობას, მონიშნე “Device properties”.

2. ან შეიყვანე სიდიდე “Video input frame rate”-სთვის. 30 ოპტიმალური ვარიანტია.

3. დააკლიკე OK-ს.

ახლა უკვე ორი ვარიანტი გაქვს. შეგიძლია დააკლიკო Play-ს, გაუშვა ვიდეო ლაივში და წითელ Record ღილაკლზე დაჭერით გადაიღო სეგმენტებად. ან შეგიძლია “Convert/Save” ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიო სად შეინახო გადაღებული ვიდეო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.