2014 წლის ბოლოს იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც Wi-Fi -ის გამოიყენებს დაახლოებით 451 მილიონს მიაღწევს. აცხადებს ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics.
ეს მაჩვენებლი კი იმ ოჯახების დაახლოებით 65 პროცენტს წარმოადგენს , რომლებიც არიან ფიქსირებული ფართომასშტაბიანი წვდომის ინტერნეტ მომხმარებლები. წლის ბოლოს კი ამ ოჯახების რაოდენობა მთელს მსოფლიოში 690 მილიონ მიაღწევს .
იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე პოპულარულია სახლის Wi-Fi პირველ სამეულს ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ნორვეგია იკავებენ , რაც ამ ქვეყნებში ფიქსირებული ფართომასშტაბიანი ინტერნეტის არსებობის შედეგია.
ასევე საინტერესოა ის, რომ ა.შ.შ-ში ანალიტიკოსები სახლებში Wi-Fi ქსელების ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ვარაუდობენ იმის გამო, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ამ დროისთვის Wi-Fi როუტერების მოხმარების დაბალი მაჩვენებელია, ასევე დაბალია ფიქსირებულ ფართომასშტაბიან ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელიც, სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით.
ერიკ სმიტის სიტყვებით ( Strategy Analytic -ის ანალიტიკოსი) 2014 წელს მსოფლიო მასშტაბით თითოეულ ოჯახს ინტერნეტთან მიერთებული 5,5 მოწყობილობა ექნება.