აპლიკაციების შექმნა და მათი განთავსება Play Store-ზე ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. იმისთვის, რომ განვათავსოთ ჩვენი აპლიკაცია და მივიღოთ შემოსავალი საჭიროა ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამ სერვისზე წვდომა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ სიას კიდევ შვიდი ქვეყანა შეემატა და მათ შორის სამწუხაროდ საქართველო არ არის.
ქვეყნები:
- იორდანია (ა.შ.შ. დოლარი)
- ლიბანი (ლიბანური ფუნტი)
- ომანი (ა.შ.შ. დოლარი)
- პაკისტანი (პაკისტანური რუპია)
- პუერტო რიკო (ა.შ.შ. დოლარი)
- კატარი (ა.შ.შ. დოლარი)
- ვენსუელა (ა.შ.შ. დოლარი)
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ამ ქვეყნების მაცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ ჩამოტვირთონ და შეიძინონ აპლიკაციები Play Store-დან და დავკონკრეტდები აქაც, რომ ფასიანი აპლიკაციების შეძენა საქართველოდან დღემდე შეუძლებელია.