Search

Visual Studio 2015-ში თითქმის ყველა პლატფორმის მხარდაჭერა იქნება

intellisense-stopped-working-visual-studio-2012

Visual Studio 2015 პლატფორმების საკმაოდ დიდ რაოდენობაზე იმუშავებს, ვიდრე მას ოდესმე შეეძლო. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინტეგრირებული შემუშავების გარემოს შემდეგი ვერსიის სახელწოდება – ეს არის Visual Studio 2015 და .NET 2015. ასევე ცნობილი გახდა Microsoft-ის გეგმების შესახებ გადააქციოს ის ჭეშმარიტად მულტიპლატფორმულ ინსტრუმენტად.

4628fa3112a44ce896054b8bea69003b

Xamarin-ის არსებული მხარდაჭერის და HTML5/Cordova-ს გარდა Visual Studio 2015-ში გამოჩნდება C++ , Clang-ის კომპილატორი და LLVM ინფრასტრუქტურა. პერსპექტივაში  Visual Studio გამოგადგებათ Android და iOS აპლიკაციების შესაქმნელადაც.

ამის გარდა Microsoft-მა გადაწყვიდა შეექმნა უფრო მაღალი წარმადობის Android ემულატორი, ვიდრე ეს სტანდარტულად არის ხელმისაწვდომი და ძალიან ნელა მუშაობს. ახალი მეულატორი  Visual Studio 2015-ის შემადგენლობაში შევა და იმუშავებს მის გარეშეც. მაგალითად მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება Eclipse-შიც.

59c9a12dce144940950e4ef301c8ea0c

ტესტერები მიუთითებენ, რომ Java, ANT, SQL LITE და WebSocket4web-ის მხარდაჭერაც იქნება განხორცილებული. სხვა სიახლეებიდან აღასანიშნავია იუნიტ ტესტების ავტომატური გენერაცია, ასევე კროს-პლატფორმული Visual Studio Online-ის მხარდაჭერაც. ახლა იქ უკვე შესაძლებელი გახდება iOS და OS X აპლიკაციების შექმნაც.

განახლებული Visual Studio-ს შეზღუდულ პრევიუ ვერსიას მიმდინარე კვირების განმავლობაში გამოაქვეყნებენ, ხოლო წინასწარი გამოცემის გადმოწერა უკვე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

Visual Studio 2015 Preview