კომპანია MSI გეგმავს პალნშეტური კომპიუტერების ბაზარზე გასვლას. არსებული ინფორმაციით, MSI ამზადებს ორი ტიპის პლანშეტს:  პირველი კატეგორიის მოწყობილობა გამოიყენებს nVidia Tegra 2-ის აპარატულ პლატფორმას და Google Android-ის ოპერაციულ სისტემას, ხოლო მეორე კატეგორიის კომპიუტერებში იგეგმება ენერგეტიკულად ეფექტური Intel Atom-ის პროცესორების და  Microsoft Windows 7-ის გამოყენება. მოწყობილობების დისპლეის დიაგონალი შეადგენს 8,9 და 10 დიუმს.

სავარაუდოდ, სიახლის დემონსტრაცია შედგება Computex 2010-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ტაივანში 1-დან 5 ივნისამდე. პლანშეტები გაყიდვაში გამოვა შემდეგ კვლარტალში.

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში MSI აპირებს გამოუშვას პლანშეტური კომპიუტერი ორი სენსორული დისპლეით. ორივე ეკრანის დიაგონალი იქნება 10 დიუმი.

შეგახსენებთ, რომ პლანშეტური კომპიუტერების გამოშვებას, ასევე გეგმავენ ASUS, Dell, Nokia,Samsung და Toshiba.

გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.