Facebook ცდილობს იყოს ტექნოლოგიური სიახლეების წყარო და არა უბრალოდ ბავშვების სურათებისა და მეგობრების ნახვის საშუალება.
FB Newswire -ის გამოშვებიდან 7 თვის შემდეგ გიგანტურმა სოც. ქსელმა წარმოადგინა ბრენდული დამატება, რომელიც ყურადღებას ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილებს.
FB Newswire -სა და Techwire -ს Storyful მართავს, ის გააზიარებს საინტერესო კონტენტს ტექნოლოგიის სფეროდან Facebook -ზე, რომლებზეც მიმაგრებული იქნება სურათები და ვიდეობი , რომელთა გამოყენებასაც ჟურნალისტებიც შეძლებენ.
Newswire – ის მსგავსად Techwire -ის მიზანიც Facebook პროფილის მეტი ინფორმატიულობაა. მას შემდეგ რაც Twitter აღიარეს სიახლეების საუკეთესო გამშუქებლად, Facebook -მა ხელიდან გაუშვა რეალურ დროში რეკლამების გაყიდვის შესაძლებლობა. Twitter -სა და Facebook-ს შორის არსებული უფრსკულის შესავიწროვებლად ამ უკანასკნელმა 2013 წლის ივლისში წარმოადგინა hashtag და ამავე წლის იანვარში Trending Topics.
Facebook თავის 1.35 მილიარდიან აქტიური მომხმარებლთან ერთად 4-ჯერ აღემატება Twitter -ის მომხმარებელთა ბაზას, ასე რომ რეალურად ის ავრცელებს მეტ ინფორმაციას. უახლესი კვლევების მიხედვით მომხმარებელი პოლიტიკურ სიახლეებს ყველაზე ხშირად სწორედ Facebook -ის მეშვეობით იგებს, რა თქმა უნდა ადგილობრივი ტელევიზიები ამ წყაროებში არ იგულისხმება.
სოციალური მედია გიგანტის – ტექნოლოგიურ სფეროში გადადგმული ნაბიჯი საკმაოდ ლოგიკურია. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Twitter ყოველთვიურად 554 მილიონ ტექნოლოგიურ სიახლეს აქვეყნებს. გასულ კვირას Twitter -ში ყველაზე პოპულარული თემა იყო საკვები 66 მილიონი ტვიტით.
Techwire -თან ერთად Facebook -ს ასევე შეუძლია მოიცვას უფრო ფართო არეალი მედიაში გასაშუქებლად. Newswire -მა კონტრაქტები გააფორმა : BBC, The Washington Post, the New York Times და სხვა პოპულარულ პუბლიკაციებთან, რომელთაც გასულ წელს დროულად მიაწოდა უახლესი ინფორმაცია გასულ ზაფხულს ღაზას კონფლიქტის, მსოფლიო ჩემპიონატის და ფერგისონისა და მისურის აჯანყებების შესახებ.