Search

GUDS Georgia – გზამკვლევი მომხმარებლისათვის

10807971_10152851650294346_710566073_n

GUDS App – საქართველოს ერთიანი განვითარების სამსახურის ახალი პროდუქტია

2014 წლის ზაფხულში ჩაეშვა ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართულ-ინგლისური მობილური აპლიკაცია, რომლის ზუსტი ანალოგი კავკასიაში არ არსებობს.
GUDS აპლიკაციის დანიშნულებაა მომხმარებელმა მაქსიმალურად კომფორტულად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ობიექტზე. აქ იპოვით სასტუმროებს, რესტორნებს და ბარებს, სილამაზის სალონებს, სასწავლო ცენტებს, სამედიცინო დაწესებულებებს, მაღაზიებს დ.ა.შ. აპლიკაციაში ობიექტები განლაგებულია ანბანური რიგით, მათი ფილტრაცია შესაძლებელია ქალაქებისა და სიახლოვის მიხედვით, ასევე ნავიგაციის ღილაკის საშუალებით შესაძლებელია ხუთ კილომეტრიან რადიუსში მდებარე ობიექტების ხილვა.
GUDS მომხმარებელს აძლევს საშუალებას თან ატაროს მუდმივად განახლებადი გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება საჭირო თუ საინტერესო ობიექტების პოვნასა და მიგნებაში.
აპლიკაცია უფასოა და მისი გადმოწერა შესაძლებელია Android და iOS მოწყობილობებზე.

 

10814312_10152851650199346_1853198368_n

GUDS Georgia – Android            GUDS Georgia – iOS