Ubuntu Phone-ის პარტნიორი კომპანია BQ 2014 წლის 25 ნოემბერს გეგმავს ივენთის ჩატარებას, სადაც დააანონსებს სამ ახალ პროდუქტს. კომპანია გეგმავს მოახდინოს სერიოზული ტექნოლოგიური ცვლილებები ევროპის ბაზარზე.
Bq Ubuntu Phone: Aquaris E4.5
მოწყობილობისთვის პროგრამული კოდი, რომელიც Aquaris E4.5-ისთვის შეიქმნა, გახდა Ubuntu Phone საოპერაციო სისტემის საბოლოო ვერსიის მთავარი კვანძი. კოდი, რომელიც გამოქვეყნდა, შეიცავს Aquaris E4.5-ის აპარატურულ მხარდაჭერას. ასევე, შეტანილია მცირე ცვლილებებიც, რაც ახალი მოდელის განახლებაზე მიუთითებს. Canonical-ის დიზაინერებმა წლის დასაწყისში აჩვენეს ამ მოდელის სურათები.
მიმდინარე სპეციფიკაციები:
- 4.5 დიუმიანი ეკრანი (qHD გაფართოება @ 540×960)
- 1.3 GHz ოთხ-ბირთვიანი ARM Cortex A7 (MediaTek)
- Mali 400 GPU @ 500 MHz (MediaTek)
- 8GB eMMC საცავი
- 1GB RAM
- 2150 mAh ბატარეა
- ორი მიკრო SIM-ბარათი
- €149 (Android-ის მოდელი)