
Google-მა სასიამოვნო სიახლე გვაუწყა და ეს არის Android Studio-ს პრიველი სტაბილური რელიზი. ორი წლის მუშაობის შედეგად მათ Android Studi 1.0 გამოუშვეს, რომელიც Android საოპერაციოს სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად არის საჭირო.
პირველად მისი ანონსი 2013 წლის Google I/O-ზე შედგა და მისი მიზანი იყო კონკრეტულად Android-ის დეველოპერებისთვის ერთიანი პროგრამირების გარემოს შექმნა. Android Stuido ეფუძნება IntelliiJ IDEA Java-ს და სრულიად უფასოა.
Google-მა მაშინ პირობა დადო, რომ Android Studio შესაძლებელს გახდიდა მობილური აპლიკაციების შექმნას უფრო სწრაფსა დაპროდუქტიულს და მისით Eclipse-ის სრულ ჩანაცვლებას გეგმავდა.
რადგანაც ეს Android Studio-ს პრიველი რელიზია, მისი ფუნქციონალი გარკვეულწლად შეიძლება “ახალი” იყოს.
პირველი გაშვებისას რა თქმა უნდა Android SDK ყენდება, ასევე გარემოს პარამეტრები, ოპტიმიზებული ემულატორი აპლიკაციების ტესტირებისთვის და კოდის შებლონების კრებული. სისტემა საშუალებას იძლევა საკუთარი შებლონებიც შევქმათ ან დავაიმპორტოთ სხვები.

Adnroid Stidio იყენებს IntelliJ IDEA-ს კოდის წერის მრავალ საშუალებას, მათ შორის დასრუელბა, რეფაქტორინგი და კოდის ანალიზი. IDE-ში შეიძლება გადატანის სტრიქონების მართვა თქვენი აპლიკაციებისთვის. შესაძლებელია ადვილად ამოვიღოთ და გავაანალიზოთ ნებისმიერი პროექტის ჰარდ-კოდი.

სისტემა საშუალებას იძლევა შევცვალოთ და ვანოთ Android მაკეტები ეკრანის რამდენიმე ზომაში, განსხვავებული ენებით და API-ს ვერსიების მიხედვითაც. თუ გავითვალისწინებთ პლატოფრმის მაღალ ფრგამენტაციას ეს ძალიან საჭირო და სასარგებლო ფუნქციონალია.

კიდევ ერთი სასარგებლო კომპონენტი არის წარმადობის ანალიზი, რომელიც Memory Monitor-ის სახლით არის ცნობი და აჩვენებს სრულ ინფორმაციას მეხსიერების გამოყენების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა მავახდინოთ აპლიკაციიის მუშაობის ოპტიმიზაცია. სისტემაში გათვალისწინებულია Google Cloud Platform-ის მხარდაჭერაც.

Google-ის დეველოპერების საიტზე აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ IDE-ს სწრაფ განახლებებს ისევე, როგორც Google Chrome ახლდება. განახლებები ცვალებადი ინტერვალებით გამოვა და იქნება Canary (ყოველკვირეული), Dev (ორ კვირაში ერთხელ ან ყოველთვიურად), Beta (უფრო იშვიათათ) და Stabel (მხოლოდ სტაბილური რელიზები). მათ შორის გადართვა შეიძლება File>Settings>Updates-განყოფილებაში.
Google-ის მერ გამოშვებული დეველოეპერული გარემო საკმაოდ შორს არის Microsoft Visual Studio-სგან, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ კომპანიამ უკვე მისი კონკურენტის შექმნა დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც.
