Header-IE6-Bye-2014

კომპანია Microsoft ამუშავებს ახალ ბრაუზერს კოდური სახელით Spartan, რომელსაც საერთო არაფერი ექნება Internet Explorer-თან. ჭორები რა თქმა უნდა იყო, რომ Windows 10-ში შევიდოდა Internet Explorer ის სახეშეცვლილი ვარიანტი, თუმცა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და სრულიად ახალი ბრაუზერის შექმნა გადაწყვიტა, რომლის ინტერფეისიც დაემსგავსება Chrome-ისა და Firefox-ის დიზაინს და ექნება გაფართოებების მხარდაჭერა.

Windows 10-ის სამაგიდე ვარიანტი ორი ბრაუზერით გამოვა – Inernet Explorer 11 და Spartan. ამის გარდა მობილურ Windows 10-ში მხოლოდ Spartan იქნება. რადგანაც პროდუქტის სახელი მხოლოდ კოდურია ჯერ-ჯერობით უცნობია მისი სახელწოდება, რომლითაც ის ბაზარზე გამოვა.

შესაძლოა ახალი ბრაუზერის შესახებ 21 იანვარს გავიგოთ როცა წარმოდგენილი იქნება Windows 10-ის სამომხმარებლო პრევიუ. ასევე არ არის გამორიცხული გვაჩვენონ ახალი ბრაუზერიც, უკვე Windows-ის ფინალური ვერსიისაკენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.