
Huawei ამ ბოლო დროს წარმატებებს აღწევს სმარტფონების ბაზარზე და უშვებს მშვენიერი ხარისხის მოწყობილობებს ხელმისაწვდომ ფასად ვიდრე ამას Samsung ან HTC ახერხებს. კომპანიის ფლაგმანი Honor 6 Plus ცნობილი გახდა მისი ორმაგი კამერით უკანა პანელზე. Honor 6 Plus ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩინეთში იყო მისი გაშვების დღიდან, მაგრამ ახლა ის უკვე მთელს მსოფლიოში იყიდება.
Honot 6 Plus-ს აქვს ორი 8-მეგაპიქსელიანი კამერა უკან და ორივე კამერა ერთად მუშაობს იმისთვის, რომ შექმნას 13 მეგაპიქსელიანი სუართი და გადაიღოს უფრო მეტი სინათლე და დეტალები ვიდრე ეს ერთ სენსორს შეუძლია, ამის გარდა ეს ავტოფოკუსის სიჩქარეს ზრდის. ასევე არის 5 მეგაპიქსელიანი სელფ-კამერა რომელიც ასევე მშვენიერ ფოტოებს იღებს. მოწყობილობეის სხვა მონაცემებიც არ გამოიყრება ცუდად და მას აქვს 5.5 Full HD ეკრანი, 1.8 გიგაჰერციანი, რვა ბირთვიანი Kirin 925 პროცესორი, 3 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება გაფართოებადი microSD ბარათებით და 3,6000 მილიამპერიანი ბატარეა.
Honor 6 Plus 399 დოლარი ღირს და ეს ძალიან კარგი შემოთავაზებაა იმ ფუნქციონალისთვის რაც მას გააჩნია. მისი შეძენა შეიძლება Oppomart.com-ზე.
