
თქვენი სმარტოფნის სელფები საშინლად გამოიყურება? მაგრამ ეს თქვენი ბრალი არ არის ეს თქვენი ტელეფონის ბრალია. უმრავლესობა სმარტფონებს წინა კამერა უხარისხო აქვს 1 დან 2 მეგაპიქსელამდე.
HTC Desire Eye ამ პრობლემას აგვარებს 13 მეგაპიქსელიანი სელფებით. HTC ამბობს, რომ მოვიდ დრო მაღალი ხარისხის სლეფების გადაღებისთვის ყოველგვარი კომპრომისების გარეშე.

მიუხედავად საშუალო ხარისხის ბრენდინგისა და 150 დოლარი ფასისა (ორ წლიანი კონტრაქტით) Desire Eye-ს აქვს 5,2 დიუმიანი 1920×1080 ეკრანი, 2.3 გიგაჰერციანი ოთხ-ბირთვიანი Snapdragon 801 პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 16 გიგაბაიტი შიდა საცავი microSD-ს საშუალებით 128 გიგაბაიტამდე გაზრდის პერსპექტივით.
სხვა ტელეფონებისგან განსხვავებით მას Android 4.4.4 აქვს HTC-ის საკუთარი Sense 6 სამომხმარებლო ინტერფეისით. ტექნიკური მონაცემები მას არა მარტო სელფ-სმარტფონად არამედ მშვენიერ მოწყობილობად აქცებს, რომელზეც უპრობლემოდ გაუშვებთ ნებისმიერი ხარისხის და მონაცემების მომთხოვნ თამაშსა და აპლიკაციას.
