seagate

კომპანიამ გამოუშვა ულტრა-თხელი 7 მილიმეტრიანი დრაივი პორტატიულ ფორმაში სახელით Seagate Seven. ეს არის მსოფლიოში ყველაზე თხელი პორტატიული საცავი 500 გიგაბაიტი მოცულობით, USB 3.0 პორტით ფოლადის ქეისში და მისი ფასი 100$ იქნება

Seagagte Wireless არის მეორე პორტატიული 500 გიგაბაიტიანი პორტატიული დრაივი, რომელიც მობილური მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი. ეს მოწყობილობა საკუთარ WiFi ქსელს ქმნის და ფაილების მართვა ხორციელდება Seagate-ს Media აპლიკაციით, რომელიც iOS, Android, Kindle და Windows 8 საოპერაციო სისტემებისთვისაა განკუთვნილი. შენახული ფაილები შეიძლება გაუშვათ Airplay, Chromecas ან კომპანიის აპლიკაციით სმარტ ტელევიზორებში და Roku ფლეერებში. მწყობილობა გამოვა ხუთი ფერის ვარიაციით და მისი ფასი 130$ იქნება თებერვალში, როცა ის გაყიდვაში გამოვა.

seagate2

Seagate-მა უფრო დიდი მოთხოვნილებების მქონე მომხმარებლებისთვისაც იზრუნა და წარმოადგინა Personal Cloud დრაივი, რომელიც , როგორც სახლშ ასევე ნებისმიერი ადგილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ჩამოტვირთული მედია ხელმისაწვდომი იქნება პლანშეტებზე, ტელევიზორებზე, მედია სტრიმერებზე. მას თქვენი კონტენტის DLNA პრტოტოკოლითაც შეიძლია PlayStation ან Xbox კონსოლზე. პერსონალურ ღრუბელს შეუძლია ბექაფების Dropbox, Google Drive, Amazon და სხვა ღღუბლოვან რეპოზიტორიებთან სინქორნიზაცია. ჯერ-ჯერობით არ არის საუბარი ფასებზე, მაგრამ Seagate Peronal Cloud გამოვა 3TB, 4TB და 5TB მოცულობით ხოლო ორ დისკიანი ვერსია იქნება 4TB, 6TB და 8TB სასცავით. ორივე მოდელის გაყიდვაში შემოისვლა დაგეგმილია თვის ბოლოსკენ.

seagate3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.