წინა კვირას იაპონურმა ოპერატორმა KDDI-მა და კომპანია LG-მ დააანონსეს სმაარტფონი LG Fx0. სმაარტფონი გამოირჩევა სრულიად გამჭვურვალე კორპუსით. დივაისი მუშაობს Firefox OS-ზე. მოწყობილობა არ გამოირჩევა ტექნიკური მონაცემებით, მაგრამ უცნაური გაჯეტების მოყვარულების ყურადღებას იქცევს, მათაც არ დააყოვნეს და მოყწყობილობას გადაუღეს ვიდეო.
LG Fx0-ს აქვს 4,7-დიუმიანი დისპლეი 1280х720 პიქსელიანი გარჩევადობით, ოთხბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 400 სიხშირით 1,2 გჰც, 1,5 გბ ოპერატიული მეხსიერება, 16გბ გაფართოებადი შიდა მეხსიერება, 8 მეგაპიქსელიანი მთავარი და და 2,1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ასევე LTE მოდული.
სავარაუდოდ და სამწუხაროდ, მოწყობილობა იაპონიის საზღვრებს არ გაცდება.


