
ლეგანდარული ბრენდი Palm, რომლის ქვეშაც პირველი ჯიბის კომპიუტერები გამოდიოდა სიცოცხლის ნიშნებს იძლევა. Hewlett-Packard-ის მიერ ამ კომპანიის ყიდვის შემდეგ 2010 წელს ის რადარებიდან გაქრა. ახალა სიტუაცია იცვლება. WebOS Nation-ის ფანატებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ საიტი palm.com რომელიც მანამდე ყველას www.hpwebos.com/us/-ზე ამისამართებდა ახალ უკვე ამისამართებს დომენზე mynewpalm.com. ამს საიტზე მხოლოდ ერთი გვერდია ანიმაციით, რომელზე Plam-ის ლოგიტიპის გარდა არის წარწერა Coming soon და სლოგანი Smart move.
ამ აღმოჩენის შემდეგ აღმოჩენილ იქნა საინტერესო დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია უცნობი შლ-კომპანია Wide Prograss Global Limeted, თუმცა მის ქვეშ არის ცნობილი ადამიანის ხელმოწერა – ნიკოლას ზიბელი. ზიბელი მმართველ პოზიციაზე აკომპანიაში Alcate One Touch, ხოლო “smart move” არის მისი სლოგანი, რითაც ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როგორც ჩანს Alcatel One Touch აპირებს ძველი მარკის აღორძინებას.
Alcatel ასრის სმარტფონების ბრენდი, რომლითაც სარგებლობს ჩინული კომპანია TCL Corporation, რომელიც ოცდამეხუთე ადგილზეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში და მესამეზე ტელევიზორების წარმოებაში Samsung-სია და LG-ის შემდეგ. ჯერ-ჯერობით გაუგებარია თუ რას აპირებს კომპანია Palm-თან მიმართებაში, შესაძლოა ის ამერიკულ ბაზარზე გავიდეს სადაც უკეთესია ძველი და ცნობილი ბრედის გამოყენება, ვიდრე ახალი სახელის დარეკლამება. ჯერ-ჯერობით Alcatel-ის სმარტფონების მოდელები შედგება არც ისე გამორჩეული ანდროიდ-მოწყობილობებისგან.
