
CES 2015-ზე ASUS-მა წარმოადგინა თავის ფლაგმანი ZenFone 2, რომელიც Intel Atom Z3580 2.3 გიგაჰეციან ოთხ-ბირთვიან პროცესორზე მუშაობს. როგორც მწარმოებლები ამბობენ მათი არჩევანი უფრო სწრაფი პროცესორია ვიდრე სხვა ოთხ ბირთვიანი პროცესორები და ამ პროცესორში ჩაშენებული გრაფიკა 8-ჯერ უფრო კარგია ვიდრე სხვა გრაფიკული ბირთვები, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომელ მწარმოებლებზე აქვთ საუბარი. რაც შეეხება ეკრანს მას აქვს 5,5 დიუმიანი Full DH ეკრანი და ანდროიდის უახლესი ვერსია Android 5.0 Lollipop.

მოწყობილობას აქვს 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, რომელიც Intel Atom პროცესორს შესაძლებლობების უფრო მეტად გამოყენებას უზრუნველყოფს. ASUS ამბობს, რომ მათი ახალი სმარტფონი ნულოვან დაგვიანებს იძლევა თაჩსქრინზე შეხებისას. სამრტფონი LTE ქსელების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს და აქვს 3 000 მილიამპერიანი ბატარეა.

რაც შეეხება კამერას მას 13 მეგაპიქსელიანი სენსორია გამოყენებული PixelMaster ტექნოლოგიით, რომელიც უფრო ნათელი სურათების გადაღებას უზრუნველყოფს. ASUS ამბობს, რომ ღამით გადაღებული სურათები 400%-ით უფრო ნათელი იქნება ვიდრე ეს სხვა კამერებით არის შესაძლებელი.

ტელეფონის გაყიდვაში გამოსვლა მარტისთვის არის დაგეგმილი და მისი ფასი 200$ იქნება.
