შ
SoreDot არის ნანოტექნოლოგიური სტარტაპი, რომელმაც ახალი პროტოტიპი გამოუშვა. ერთი შეხედვით ზედმეტად კარგად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ სიმართლე იყოს, მაგრამ კომპანიის მმართველი ამბობს, რომ მათ რადიკალურად განსხვავებული მეთოდებით შექმნეს ახალი ბატარეა. ნაცვლად იმისა, რომ გაეზარდათ აკუმლატორის მოცულობა, კომპანიამ მისი შინაგანი მოწყობა შეცვალა, რითაც სწრაფ დატენვას მიაღწიეს. რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი ფასია ქვს და აქაც ბატარეის სწრაფი დამუხტვა მის სწრაფ განმუხტვას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ის სწრაფად ჯდება დაახლოებით 5 საათში არაფერია იმასთან შედარებით, რომ მას 2 წუთში დავმუხტავთ და დღეში ორჯერ 2 წუთით ტელეფონის მიერთება ზოგადად პრობლემას არ წარმოადგენს. არის კიდევ ერთი პრობლემა, ის 50 დოლარით მეტი დაჯდება ვიდრე იგივე მოცულობის ჩვეულებრივი ბატარეა რითაც ტელეფონის საერთო ღირებულება გაიზრდება. ჯერ-ჯერობით კომპანიამ გამოუშვა აკუმლატორი უკვე არსებული ტელეფონებისთვის და თუ რომელიმე ვენდორი მოისურვებს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას მას მოუწევს ტექნიკური ცვლილებების შეტანა კვების სისტემაში.
StoreDot ასევე მუშაობს ელექტრომობილების აკუმლატორებზეც, რომლებიც წუთებში დაიმუხტება საათების ნაცვლად და როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს დაახლოებით ერთ წელიწადში მათ უკვე ექნებათ მუშა პროტოტიპები.
