კომპანია Dell გეგმავს Inspiron სერიის ნოუთბუქების გაყიდვაში გამოშვებას, რომლებიც შედგება 13R, 14R, 15R და 17R მოდელებისგან, დისპლეის დიაგონალით13, 14, 15,6 და17,3 დიუმი შესაბამისად. PC არის Intel Calpella-ს პლათფორმაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა Intel Core i5-ის ჩიპებს.
ნოუთბუქებს შესაძლებელია ჰქონდეთ 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი მოცულობით 640 გბ-მდე. გრაფიკულ მუშაობას უზრუნველოყოფს დისკრეტული ვიდეოადაპტერი ATI Mobility Radeon HD 5470, ასევე ლეპტოპეპს აქვთ ვებ-კამერა და Wi-Fi კონტროლერი.
გარდა ამისა, Dell მუშაბოს კიდევ ერთ ნოუთბუქზე –– M501R. 15,6-დიუმიანი კომპიუტერი არის AMD Phenom II X4-ის ბაზაზე და მაქსიმალური კონფიგურაცია კომპლექტირდება ვინჩესტერით 500 გბ და 8 გბ RAM. მოდელი გამოიყენებს ATI Mobility Radeon HD 4250-ის ან HD 550v-ის ვიდეობარათს.
პროგრამულ პლათფორმად ახალ ნოუთბუქებში გამოყენებული იქნება Windows 7 და Windows Vista Home Basic. სიახლის ღირებულება უცნობია.
გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.

