Apple-მა განუცხადა მედია საშუალებებს პრივატულობის დაცვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო. “ჩვენ შევწყვიტეთ Carrier IQ [პროგრამა, რომელიც თვალყურს ადევნებს მომხმარებლის მოქმედებებს] iOS 5-ში ჩვენი პროდუქტების უმრავლესობაში, და ჩვენ მას ამოვიღებთ მომავალ პროგრამულ განახლებებში”.
ასევე Apple-მა თქვა, რომ არის ერთი მოწყობილობა iOS5-ზე, რომელშიც ჯერ კიდევ დარჩა Carrier IQ და ეს არის iPhone 4. სხვა მოწყობილობეი iOS 5-ზე, მაგ. iPad და ახალი iPhone 4S და ძველი iPhone-ები სუფთაა ამ თვალსაზრისით. ასევე Apple-მა განაცხადა, რომ მათ Carrier IQ არ გამოუყენებიათ მოხმარებლის წერილების და პირადი ინფორმაციის ჩასაწერად.
Carrier IQ არის პროგრამა, რომელიც აყენია სმარტფონებში, რომ შეაგროვოს ინფორმაცია ქსელის პოერატორებისთვის, რის საფუძველზეც ისინი აუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო როცა მკვლევარებმა აღმოაჩინეს პროგრამის მხრიდან მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეგროვების ფაქტი. ა.შ.შ-ს სენატორმა ალ ფრანკენმა მოითხოვა პასუხი Carrier IQ-გან თუ რატომ აკეთებდა ამას კომპანია, რატომ აგზავნიდა ის აკრეფილ ნომრებს, SMS-ებ და ელ-ფოსტას, ბრაუზერის ისტორიას და საძიებო მოთხოვნებს და კონტაქტების წიგნს პროვაიდერთან.
პირველად Android ტელეფონებში აღმოაჩინეს Carrier IQ-ს უკანონო ქმედებები, კომპანიებმა AT&T, Sprint, HTC და Samsung-მა დაადასტურეს ამ პროგრამის არსებობა მათ სმარტფონებში. Samsungma განაცხადა, რომ მან ეს ნაბიჯი ოპერატორების მოთხოვნით გადადგა და არანაირად მისი პირადი ინტერესებისთვის.
სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის მონაცემებს აგროვებდა Carrier IQ გაურკვეველია, თუმცა Apple-მა განაცხადა, რომ ის პერსონალურ ინფორმაციას არ იღებდა მომხმარებლებისაგან.
“ეს მხოლოდ დიაგნოსტიკური ინფორმაცია იყო რომელიც Apple-ს ეგზავნებოდა და ეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემდეგ ხდებოდა” – ამბობს Apple. “თუ მომხმარებელი დაეთანხმება მაშინ ინფორმაცია ანონიმურად იგზავნებოდა დაშიფრული სახით. ჩვენ არ ვიწერდით კლავიატურას, წერილებს ან რამე პერსონალურ ინფორმაციას, ასევე არ ვაპირებთ ამის გაკეთებას მომავალში”
ჩვენთვის უცნობია თუ რატომ არის Carrier IQ iPhone 4-ში მას შემდეგ რაც განახლდა iOS 5-ზე. მაგრამ Apple გვპირდება, რომ ის ამოღებული იქნება ყველა მოწყობილობიდან შემდგომ განახლებებში.
ასევე უცნობია არის თუ არა iOS 5-მდე პროგრამულ კოდში Carrier IQ, მაგრამ Apple-ს ამის შესახებ ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
მოკლედ ვისაც გსურთ გადაამოწმოთ თქვენი ტელეფონის უსაფრთხოება თქვენს iPhone-ში ნახეთ შემდეგი მენიუ: Settings>General>About და მოძებნეთ Diagnostics & Usage რომ ნახოთ ჩართულია თუ არა Apple-ში ინფორმაციის გაგზავნის ოფცია.
ასევე მინდა დავამატო, რომ Apple iOS არის დახურული ოპერაციული სისტემა სადაც ჩვეულებრივ მომხმარებელს არა აქვს სრული ფუნქციონალის ბოლომდე შესწავლის საშუალება, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ოფიციალური განცხადებების მიღმა მაინც იმალებოდეს მსგავსი რამ. თუმცა Android არის ღია ოპერაციული სისტემა, ოპერატორებმა მაინც მოახერხეს მასში მსგავსი პროგრამის დაყენება, მაგრამ ექსპერტებმა მაინც მოახერხეს მისი აღმოჩენა რაც თავისთავად მოხდა პროგრამულ კოდზე და მოწყობილობის შიდა ფაილურ სისტემაზე წვდომის წყალობით, რაც Android პლატფორმის დიდ უპირატესობად ითვლება.

