კომპანია Google-ის მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის პოპულარობა იზრდება. როგორც Google-ის ვიცე პრეზიდენტი თავის Twitter-ში წერს, Android მოწყობილობების აქტივაციების დღიური რაოდენობა 700 000-ზე მეტი გახდა. შედარებისთვის: ივნისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 000 იყო, ხოლო 2010 წლის დეკემბერში 300 000. Google-ის სტატისტიკა არ ითვალისწინებს გადაყიდულ გაჯეტებსა და მეორად გააქტიურებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვეში 21 მლნ “გუგლოგაჯეტი” აქტიურდება. საერთო ჯამში Android მოწყობილობების საერთო რაოდენობამ 200 მილიონს გადაარბა.
Gartner-ის სტატისტიკის, მესამე კვარტალში Android-ის წილი 25% გახდა გაყიდულ სმარტფონებს შორის. თუ განვიხილავთ პლანშეტებსი ბაზარს, მაშინ Google-ის ოპერაციული სისტემა დაყენებულ იქნა 32,4% მოწყობილობებზე რომელიც ბოლო კვარტაშლი გაიყიდა (iOS-ის წილი აქ 61,5% შეადგენს)
წყარო: CNET News.
