ექსპერტები თვლიან, რომ ვებ-კორპორაციის აქციების გაძვირებას ხელს შეუწყობს, ნაწილობრივ მისი სწრაფათ მზარდი სოციალური ქსელი Google+. მასში დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 55 მილიონს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ სერვისი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სქტემბრის შუა რიცხვებში გახდა, სამ თვიანი დახურული ტესტირების შემდეგ.

ამის გარდა ანალიტიკოსები უთითებენ Google-ის სტაბილურ პოზიციაზე საძიებო ბაზარზე. comScore-ის მონაცემებით სექტემბერში კომპანიამ გადაამუშავა ყველა საძიებო მოთხოვნის 65% ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე. შედარებისთვის Yahoo-სა და Microsoft-ის წილი შესაბამისად 15,5 და 14,7 პროცენტია.

ანალიტიკოსების წინასწარმეტყველებით მიმდინარე წელს Google აჩვენებს 36,37$ მოგებას ერთ აქციაზე (ადრე საუბარი იყო 35,7$) 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა 47.83$-მდე გაიზარდოს.

გასულ ოთხშაბათს Google-ის აქციების ფასი 550 დოლარი იყო.

წყარო: Reuters

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.