Google-ის მიმართ წაყენებული საპატენტო შეტევები კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება. ყველამ ვიცით რომ სტივ ჯობსმა დაიფიცა Android-ს გავანადგურებო, მისი იდეების მოპარვისთვის. თუმცა უფრო დიდი საშიშროება Microsoft-გან მოდის, რომელიც ნახევარზე მეტი ანდროიდ მოწყობილობების გაყიდვებიდან წილს იღებს.

რას ნიშნავს ეს? როცა ყიდულობთ ანდროიდ ტელეფონს, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მწარმოებელი კომპანია Microsoft-ს წილს უხდის თქვენს მიერ გადახდილი თანხიდან. Microsoft-მა განაცხადა Compal-თან დადებული შეთანხმების შესახებ, რომელიც აწარმოებს ორიგინალური დიზაინის მქონე მოწყობილობებს სხვა და სხვა მწარმოებლებისათვის და იღებს 28 მილიარდს ყოველწლიურად. ეს იყო მეათე სალიცენზიო შეთანხმება, რომელიც მოიცავს პატენტების პორტფელს Android მობილურ ტელეფონებისა და პლანშეტებისთვის.

როგორც ანალიზმა აჩვენა Microsoft უფრო მეტ ფულს შოულობს Android მოწყობილობებით ვიდრე მისივე Windows Phone პლატფორმიდან და HTC მას 5$ უხდის ყოველი გაყიდული ანდროიდ ტელეფონიდან. Google-კი ავრცელებს Android-ს როგორც ღია კოდს უსასყიდლოდ.

უკანასკნელ ათწლეულში მაიკროსოფტმა დახარჯა 4.5 მილიარდი პატენტების შესაძენად სხვა და სხვა კომპანიებისგან. როგორც მაიკროსოფტი განმარტავს მათი მხრიდან ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი თავიანთ პარტნიორებს იცავენ უამრავი საპატენტო პრობლემისაგან, მათ ურჩევნიათ თვითონ გაარკვიონ საპატენტო დავები ვიდრე ეს პატარა კომპანიებს დაუტოვონ გასარკვევად.

ყველა ტიპის გამოთვლითი სისტემებში Microsoft-ს აქვს 1,133 შეთანხმება რომ მათი პატენტების ლიცენზია გაიყიდოს სხვა კომპანიებზე. რაც შეეხება Android-ს – Microsoft-მა უჩივლა ყველა მწარმოებელს მათ შორის Motorola-ს, რომლის მობილური ბიზნესიც ახლა უკვე Google-ის საკუთრებაა,

რა თქმა უნდა შეუძლებელია გავიგოთ სალიცენზიო შეთანხმებებში გამოყენებული პატენტების ჩამონათვალი, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ სასამართლო საქმეებში იჩენს თავს. პატენტებში არის მაგ. “გრძელი და მოკლე ფაილის სახელების გამოყენება ერთსა და იმავე ფაილურ სისტემაში, მონიტორინგის სისტემა რომელიც განსაზღვრავს თუ როდის უნდა წაიშალოს მეხსიერება ფლეშ მოწყობილობებიდან და პატენტები რომლებიც ეხება კონტაქტების მონაცემთა ბაზებს და კალენდარს”.

Android-ის მიმართ მოსალოდნელია შეტევის განახლება Oracle-ის მხრიდანაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არღვევს პატენტებს, რომელიც მის Java ტექნოლოგიებს მოიცავს. მიუხედავად სერიოზული წარმატებისა გაყიდვებში ახალ Android-ს მოუწევს გრძელი და ეკლიანი სასამართლო გზის გავლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.