გერმანელი სპეციალისტების ნამუშევარი საშუალებას მოგვცემს ვუყუროთ სამ განზომილებიან ტრანსლაციებს რეალურ დროში სპეციალური სათვალეებისა და სხვა მოწყობილობების გარეშე.

დღეს არც ისე ბევრი 3D ტელევიზორის მფლობელი იძულებულია დაკმაყოფილდეს გადაცემების შეზღუდული არჩევანით. მთავარი მიზესი ის გახლავთ, რომ 3D გამოსახულების მისაღებად გადაღებული მატერიალი დამატებით უნდა დამუშავდეს, რაც “ცოცხალი” ტრანსლაციების გაშვებას შეუძლებელს ხდის. ამასთანავე საყურებლად საჭიროა სხვა და სხვა პრინციპის სათვალეები. უსათვალო ტექნოლოგია, რომელსაც ქვია ავტოსტერეოსკოპია, უკვე გამოიყენება. ის ეფუძნება სპეციალურ ლინზებს ან პარალაქსურ ბარიერს, რომლის წყალობითაც მარჯვენა და მარცხენა თვალი ხედავს პიქსელების განსხვავებულ კრებულს. სწორედ ეს ქმნის მოცულობის ილუზიას. ავტოსტერეოსკოპია ძალიან ძვირი აპარატურა სჭირდება, აქვს ზუსტი დაშორების მოთხოვნა თვალებსა და ეკრანს შორის, ასევე ღლის თვალებს დიდი ხნის ყურების შემდეგ. სხვა მიდგომა მდგომარეობს იმაში რომ ერთი და იგივე ობიექტის გადაღება ხდება ბევრი ვიდეო კამერით, რომელიც სხვა და სხვა კუთხით არის განთავსებული – გამოსახულება ერთმანეთზე, რომ გადაედოს. რაც უფრო მეტია კამერები, მით უფრო “მოცულობითია” გამოსახულება. მსგავსი მეთოდით შეიძლება ფეხბურთის მატჩის ან მუსიკალური კონცერტის ტრანსლირება, მაგრამ ეს არაპრაქტიკულია, აღნიშნავს ფრედერიკ ცილი ჰერცის სახელობის ფრაუნჰოფერის ინსტიტუტიდან. მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს სტერეოსკოპიული ანალიზატორი (STAN), რომელსაც შეუძლია დაამუშაოს გადაღებული კადრები რეალურ დროში და მოახდინოს გადაღების იმპორტირება ერთად განლაგებული 25 კამერიდან. სისტემა ახლანდელი სახით პლანშეტურ კომპიუტერს გავს თაჩ-ეკრანით, რომელზეც დაყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა ვიდეო სიგნალთან სამუშაოდ. მისი საშუალებით ოპერატორებს შეუძლიათ განახორციელონ ჩვეულებრივი გადაღების კონვერტაცია სტერეოფორმატში. სამწუხაროდ დამუშავებსი სიჩქარე არ არის სამარისი სრულყოფილი სატელევიზიო ტრანსალაციისთვის, მაგრამ ცილი დარწმუნებულია, რომ ეს ახლო მომავალში განხორციელდება. STAN-ის ბოლო ვერსიის პრეზენტაცია შედგა ტელერადიომაუწყებლობის კონფერენციაზე IBC 2011 წყარო: Discovery News.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.