Microsoft-ი ყველა ღონეს ხმარობს, რომ Internet Explorer 9 გახდეს პირველადი ბრაუზერი მომხმარებლებისთვის, თუნდაც უკან მოიტივოს IE6. თუმცა ეს მცდელობა ჯერ-ჯერობით უშედეგოა. გლობალური მასშტაბით მისი ბრაუზერის რეიტინგი სტაბილურად ეცემა. Net Applications-ის მონაცემების მიხედვით მისი წილი სექტემბერში 54,4 პროცენტამდე დაეცა. დაკარგული წილი ყველაზე მეტი Google Chrome-ს ერგო, რომლის მაჩვენებელიც 16.2 %-მდე გაიზარდა.თუ ტენდენციები შენარჩუნდა Google Chrome გადალახავს 20 პროცენტიან ბარიერს 2012 წლის დასაწყისისთვის. აღსანიშნავია რომ Microsoft-ის წარმოების Security Essentials პროდუქტმა ირონიულად, შეცდომით მოახდინა Google Chrome-ის იდენტიფიკაცია, როგორც საშიში პროგრამა. Microsoftma ბოდიში მოიხადა შეცდმისთვის და განაცხადა რომ ამას 3 000 ბრაუზერი იმსხვერპლა მხოლოდ.
Apple-ის Safari-ს პროცენტული მაჩენებელიც ზრდის პროცესშია, Firefox-ის ზრდა სტაბილურია მაგრამ სხვებთან შედარებით ძალიან ნელი და აგვისტოდან სექტემბერში მისი ზრდა კლებით შეიცვალა რამაც პროცენტის მეათედი შეადგინა და საერთო ბაზრის 22,48 %-ზე დაფიქსირდა.
Internet Explorer-ის სხვა და სხვა ვერსიებს შორის კი სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება. IE9-ის მომხმარებლები 7.91-დან 8.72 პროცენტამდე გაიზარდა. IE8 და IE6 კლებულობს: IE8-ს მომხმარებლეი 30,07-დან 29,91 პროცენტამდე დაეცა, ხოლო IE6-ის მაჩვენებლები 9,73-დან 8,6 პროცენტამდე აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებლების 29 % ჯერ კიდევ იყენებს Internet Explorer 6.

წყარო: Digital Trends
