![]()
10 წლიანი ლიდერობის შემდეგ მთელს მსოფლიოში Windows XP ადგილს უთმობს Microsoft-ის ბოლო ოპ. სისტემას Windwos 7. StatCounter-ის სტატისტიკის მიხედვით გასულ სქტემბერს Windows XP-ის წილმა 39,97% შეადგინა, ხოლო Windows 7-მა მიიღო 41,74% რითაც გაიმარჯვა.გაცილებით ნაკლებად წარმატებული პროდუქტი Windows Vista 11,51 პროცენტს იკავებს და სტაბილურად ეცემა. სისტემა Mac OS X-მა გარკვეული ზრდა აჩვენა და სექტემბერში მისი წილი 5,9%-დან 6,89%-მდე გაიზარდა.
Linux-ის წილი ყველაზე სტაბილურია და 0,78% შეადგენს.

