გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Amazon განიხილავს webOS-ის შეძენის შესაძლებლობას. webOS არის მობილური პლატფორმა, რომლის ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია. იმის ალბათობა, რომ Amazon გადაწყვეტს შეძენას ძალიან დიდია. ამის შესახებ, როგორც ყოველთვის იუწყებიან წაროები, რომლებიც ახლოს არიან კომპანიის მმართველ წრეებთან. პრინციპში ახლა ხშირია ხმები, რომ ესა თუ ის კომპანია აპირებს webOS-სი შეძენას, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ ჭორებია (როგორც Samsung-ის შემთხვევაში იყო) მიუხედავად ამისა Amazon-ის შემთხვევა სერიოზულად შეიძლება მივიჩნიოთ.მიუხედავად იმისა, რომ 7-დიუმიანი პლანშეტი Kindle Fire-მ დაიმსახურა იმათი მოწონება ვინც უკვე გაეცნო ახალ მოწყობილობას, Amazon უკვე მუშაობს 10,1 დიუმიან მოდეზლე. სრულიად შესაძლებელია, რომ Amazon-მა გადაწყვიტოს webOS პლატფორმის გამოყენება. თუ Amazon-ს უნდა უნდა iPad-ის მსგავსი პროდუქტის გამოშვება მაშინ მას მოუწევს დახურულ OS-ზე გადასვლა.
სინამდვილეში webOS იმ უფტო მეტს თავაზობს Amazon-ს ვიდრე არის Kindle Fire-ში. ეს არის PIM-ფუნქციები, რომლეიც ახლა თითქმის ყველა მოწყობილობაშია, Kindle Fire-ში ის არ არის. Fire-ში არ არის კალენდარი, ელ-ფოსტა, ორგანაიზერი და სხვ. ჩამოთვლილი ფუნქციები ძალიან კარგად არის რეალიზებული webOS და გაცილებით უკეთესად ვიდრე კონკურენტ მობილურ სისტემებში.
აღსანიშნავია, რომ HP-ის აღმასრულებელმ ა დირექტორმა ჯონ რუბენშტეინმა განაცხადა, რომ Amazon და webOS კარგი პარტნიორები იქნებიან. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ წინადადების უკან უფრო მეტი იმალება ვიდრე კომპლიმენტი Amazon-ის მიმართ. ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო იქნება ყველას მიერ მიტოვებული webOS გამოყენებული იქნება თავის შესაძლებლობების მაქსიმუმზე.
