გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად 11  ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც  Google-სა და Samsung-ს უნდა მოწყო გადადებულ იქნა განუსაზღვრელი ვადით. ღონისძიებაზე უნდა წარმოედგინათ ახალი ფლაგმანი Google Nexus Prime და Android Ice Cream Sandwich (4.0) ოპ. სისტემა.  პრეზენტაციის ახალი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომპანიებს არ დაუსახელებიათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა ეჭვი არსებობს, რომ ეს შესაძლოა სტივ ჯობსის სიკვდილთან იყოს დაკავშირებული. ყოველი შემთხვევისათვის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მხოლოდ მოწყობილობის ანონსი გადაიდება და არა ახალი ოპ. სისტემის გამოსვლა, რახან ერიკ შმიდტმა ის ნოემბრისთვის დაგეგმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.