Search

სერგეი ბრინმა თავისუფალი ინტერნეტის მტრებად Apple და Facebook დაასახელა

Google-ის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა სერგეი ბრინმა სოციალური ქსელი Facebook და  კომპანია Apple თავისუფალი ინტერნეტის მთავარ მტრებად გამოაცხადა. ბრინის აზრით დღეისათვის  ინფორმაციის გამჭვირვალობა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, რა იდეებითაც პირველად შეიქმნა ინტერნეტი საერიოზული საფრთხის წინაშეა.

ბრინმა მიუთითა, რომ Facebook-სა და Apple-ს აქვთ თავიანთი დახურილი პლატფორმები და თვითონ წყვეტენ თუ რომელ გარეშე კომპანიას გაუხსნან წვდომა თავისი მომხმარებლების ინფორმაციასთან. ამით მისი აზრით კომპანიები ხელს უწყობენ ინტერნეტის “ფრაგმენტაციას”

ბრინი შეწუხებულია იმით, რომ საძიებო სისტემებითვის არ არის ხელმისაწვდომი პროგრამებში შემავალი ინფორმაცია. ამის გარდა Facebook-ის მომხმარებლებს არ შეუძლიათ თავიანთი ინფორმაციის პორტირება სხვა სერვისებში, როცა Facebook თავის მხრივ უპრობლემოდ იღებს წვდომას Gmail-ის სერვერებიდან.

მა ასევე აღნიშნა, რომ Google-ის საძიებო სისტემის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა იმ დროისთვის რომ ყოფილიყო Facebook. “ძალიან მალე თქვენ მიიღებთ ძალიან ბევრ წესებ, რომლებიც ჩაახშობენ ინოვაციებს” – თქვა ბრინმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საძიებო სისტემის განვითარებას ხელი ინფორმაციის გამჭვირვალობამ შეუწყო.

ასევე ბრინი თვლის, რომ თავისუფალი ინტერნეტისთვის საშიშროება ზოგიერთი მთავრობიდანაც მოდის. მან აღიარა, რომ ადრე არ აფასებდა ამ საშიშროებას და თვლიდა, რომ მთავრობებს არ შეუძლიათ შეზღუდონ დიდი ხნით მოქალაქეებისთვის ქსელთან წვდომა. ახლა უკვე მისი სიტყვებით, ინტერნეტ-ცენზურა მკაცრად არის გამოკვეთილი ჩინეთში, საუდის არაბეთში და ირანში. ასევე გასართობი ინდუსტრიების სურვილი ებრძოლონ მეკობრეობას არის საშიშროება თავისუფალი ქსელისთვის.

წყარო: it-portfolio