Samsung-ის უახლესი ჩიპი Exynos 4 Quad აუცილებლად გახდება მისი მომავალი ფლაგმანის Galaxy S 3-ის საფუძველი. კომპანიამ განაცხადა, რომ 32 ნანომეტრიანი 1.4 გიგაჰერციანი ოთხ-ბირთვიანი პროცესორი აორმაგებს გამოთვლების სიმძლავრეს ვიდრე მისი წინამორბედი. ასევე განხორციელებულია High-K Metal Gate ტექონილიგია, რომელიც ენერგიის მოხმარებას ამცირებას. “პროგრამული პროცესორი სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა უზრუნველყოფილ იქნას პერსონალური კომპიუტერის მსგავსი ფუნქციონალი მობილურ მოწყობილობებზე” – ამბობს ჰანკილ იუნი, რომელიც არის პროდუქტების სტრატეგიის გუნდის ვიცე პრეზიდენტი. “Samsung-ის შემდეგი Galaxy მოწყობილობა, რომელსაც ექნება საგრძნობლად გაუმჯობესებული მრავალამოცანიანობა, და ენერგიის დაბალი მოხმარება ეფუძნება Exynos 4 Quad-ის სიმძლავრესა და ენერგიის გაუმჯობესებულ მართვას”. Samsung-მა ისიც დაადასტურა, რომ პროცესორს მიყიდის სხვა სმარტფონების მწარმებლებსაც.

[viddler id=9d40827d w=545 h=307]

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.