Hewlett-Packard-მა წარმოადგინა თავისი პირველი ნოუთბუქები AMD Phenom II-ის პროცესორების ბაზაზე.

ახალი ხაზში შევიდა Pavilion dv5, dv6 და dv7 მოდელები.

Pavilion dv5, აღჭურვილია დისპლეით-დიაგონალი 14,5 დიუმი. ლეპტოტ შესაძლებელია იყოს Phenom II-ის 2 ან 4 ბირთვიან ჩიპზე; მყარი დისკის მაქსიმალური მოცულობა — 1 ტბ.

მეორე სიახლეს, Pavilion dv6-ს, აქვს 15,6-დიუმიანი ეკრანი, ”ოფციად” შემოთავაზებული იქნება სენსორული პანელის დაყენება. ვინჩესტერის მოცულობა — 1 ტბ-მდე; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა დამოკიდებულია მყიდველის სურვილზე.

მოდელი Pavilion dv7 აღჭურვილია 17,3-დიუმიანი ეკრანით და მძლავრი დისკრეტული ATI Mobility Radeon ვიდეოადაპტერით მეხსიერება 1 გბ. ქვესისტემის მონაცემების შესანახად მაქსიმალური მოცულობა— 2 ტბ.

ახალი ნოუთბუქების არსენალში — უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი , ქარდრიდერი და ვებ-კამერა.

კომპიუტერები გაყიდვაში გამოვა მიმდინარე  თვის შუა რიცხვებში; მათი ღირებულება იქნება 650-დან 800-დოლარამდე.

გამოყენებულია Electronista-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.