ფრანგული კომპანია Archos ერთი თვის შემდეგ გაყიდვაში გამოუშვებს 7-დიუმიან პლანშეტს Home Tablet. გაჯეტის მინიმალური კომპლექტაციის ფასი შეადგენს 149 ევროს.
მოწყობილობა აღჭურვილია: ARM9 ტიპის პროცესორით — ტაკტური სიხშირე 600 მჰც, სენსორული ეკრანით — წერტილოვანი გაფართოებით 800х480, Wi-Fi მოდულით; შიდა მეხსიერება 2 ან 8 გბ, ავტონომიური მუშაობის დრო 44 საათი (მუსიკა) და 7 საათი (ვიდეო).
ტაბლეტი მუშაობს Android 1.6-ის პლადფორმაზე.
8 გბ შიდა მეხსიერების მქონე პლანშეტის ფასი შეადგენს 179 ევროს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=S1Yta9Aw0b8
გამოყენებულია crunchgear.com-ის მასალები.

