კომპანია Google-მა გაამხილა ერთი საინტერესო სიახლე და ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ის უარს იტყვის მიაბას მობილური აპარატები ოპერატორებს. ამის მაგივრად ის შეარჩევს, რამოდენიმე მწარმოებელს, რომლებიც მიიღებენ Android 5.0 Jelly Bean-ს სხვებზე ადრე. ამ მწარმოებლის მიერ შექმნილი მოწობილობები გაიყიდება პირდაპირ, ოპერატორის გვერდის ავლით.
გაჯეტების ყიდვა შესაძლებელი იქნება Google Play-სა და საკუთარი მაღაზიების ქსელში, რომლებიც უკვე წელსვე გაიხსნება. ამასთანავე ინტერნეტ-მაღაზია იმუშავებს არა მხოლოდ ამერიკაში არამედ ევროპასა და აზიაში.
დღეისათვის არსებობს მხოლოდ სამი Nexus გუგლოფონი. მათ შორის ერთი არის HTC-ის წარმოებული და ორი Samsung-ის. ბოლო ნექსუსი წარმოდგენილი იყო გასული წლის ოქტომებრში და გახდა პირველი Android 4.0 მოწყობილობა. ახლა Google მუშაობს შემდეგი სტრატეგიით: Android-ის უახლეს ვერსიას პირველად მიიღებს მხოლოდ ერთი მწარმოებელი. აქედან გამომდინარე ის უშვებს ერთ სმარტფონს რომლის სახელიც არის Nexus. ყოველი გუგლოფონის გამოსვლის შემდეგ ოპ. სისტემა ეგზავნება დანარჩენ მწარმოებლებს.
ახლა კი საიდუმლოებები:
1. Google გადავა გაჯეტების რეალიზაციის ახალ სქმაზე 2012 წლის ბოლოსკენ, Android 5.0 მოწყობილობები ბაზარზე ოქტომბრიდანვე გამოვა.
2. ასევე ცნობილია “რჩეული” ბრენდების სახელები: Asus, Motorola, HTC, Sony და Samsung. რომლებიც გამოუშვებენ როგორც სმარტფონებს ასევე პლანშეტებს ახალი ოპ. სისტემით.
ამ წუთისათვის არც-ერთი უმსხვილეს მობილურ ოპერატორს არ გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ძალიან მალე მოსალოდნელია უამრავი მოსაზრება “სიკეთის კომპანიის” ბოროტ ზრახვებზე, თუმცა რიგითი მომხმარებლისათვის ეს ცვლილებები მხოლოდ სიკეთის მომტანია.
წყარო: Droider.ru