გავრცელებული ჭორების თანახმად გუნდი, რომელიც wbeOS HTML5 პროგრამული ფრეიმვორკს ამუშავებდა მალე Google-ში გადავა. HP-თან დაახლოებული წყაროების თანახმად ცნობილი გახდა, რომ არა მთელი გჯუფი, არამედ მისი ხელმძღვანელი Matt McNulty აპირებს გადასვლას, თუმცა მას შეიძლება წაყვეს ჯგუფის დანარჩენი წევრებიც. ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა კომპანიამაც სადაც არ არის ნათქვამი თუ ვინ დატოვებს ჯგუფს მაგრამ მკაფიოდ არის გამოხატული აზრი, რომ Open webOS პროექტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი დათქმულ ვადებში გამოვა.

რა უნდა გააკეთოს Enyo-ს ჯგუფმა Google-ში? ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება Android-თვის ინოვაციური HTML5 პლატფორმა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ Google Chrome-ს აქვს HTML5 აპლიკაციების მხარდაჭერა და მატ მაკნალტის გამოცდილება არც აქ იქნება უსარგებლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.