ჩემს ხელთ აღმოჩნდა HTC-ის ოჯახის ბოლო სამი თვალსაჩინო წარმამადგენელი, რომელთა მიმართ ინტერესი მათი ანონსის დღიდან მქონდა და ერთი კვრა ტესტირების შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვის არა ცალ-ცალკე არამედ ერთად წარმომედგინა სამივე მოწყობილობა. მოწყობილობების ანონსი მიმდინარე წლის თებერვალში გაკეთდა და მაისის დასაწყისში ის უკვე ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლისთვის, მათ შორის ჩვენი სუპერმარკეტის თაროებზეც გამოჩნდა ეს შესანიშნავი სამეული.
მოდით ჯერ ვნახოთ განვიხილოთ თითოეული მათგანის ტექნიკური სპეციფიკაციები და შემდეგ კი შევუდგეთ მათ დეტალურ განხილვას. სმარტფონებს წარმოგიდგენთ აპარატული მონაცემების კლებადობის მიხედვით
ქსელები: 2G და 3G სრული დიაპაზონი
ზომები:134.4 x 69.9 x 8.9 მმ
წონა:130 გრამი
ეკრანი: 1280×720 4.7 დიუმიანი Super IPS LCD2 მოცულობითი თაჩსქრინი Gorilla Glass დამცავი შუშით.
მეხსიერება: ჩაშენებული 32 გიგაბაიტი (26 გიგაბაიტი თავისუფალი) 1 გიგაბაიტი ოპ. მეხსიერება.
კამერა: 8 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით და LED გაელვებით. HD ვიდეო გადაღებით 1080p გარჩევადობაზე.
ვებ კამერა: 1.3 მეგაპიქსელიანი, 720p
უკაბელო კავშირი: WiFi, DLNA, WiFi Hotspot, Bluetooth 4
ჩიპების კრებული: Nvidia Tegra 3, 4 ბირთვიანი 1.5 გიგაჰერციანი პროცესორი და ULP GeForce ვიდეო ამაჩქარებელი
სენსორები: აჩქარების, გრავიტაციის, მიახლოების და გეომაგნიტური (კომპასი)
სიმ ბარათი: microSIM
აკუმულატორი: 1800 მილიამპერიანი ლითიუმ იონის ბატარეა
HTC One S
ქსელები: 2G და 3G სრული დიაპაზონი
ზომები:130.9 x 65 x 7.8 მმ
წონა:119.5 გრამი
ეკრანი: 540 x 960 4.3 დიუმიანი Super AMOLED მოცულობითი თაჩსქრინი Gorilla Glass დამცავი შუშით.
მეხსიერება: ჩაშენებული 16 გიგაბაიტი (26 გიგაბაიტი თავისუფალი) 1 გიგაბაიტი ოპ. მეხსიერება.
კამერა: 8 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით და LED გაელვებით. HD ვიდეო გადაღებით 1080p გარჩევადობაზე.
უკაბელო კავშირი: WiFi, DLNA, WiFi Hotspot, Bluetooth 4
ჩიპების კრებული: Qualcomm MSM8260A Snapdragon, 2 ბირთვიანი 1.5 გიგაჰერციანი პროცესორი და Adreno 225 ვიდეო ამაჩქარებელი.
სენსორები: აჩქარების, გრავიტაციის, მიახლოების და გეომაგნიტური (კომპასი)
სიმ ბარათი: microSIM
აკუმულატორი: 1650 მილიამპერიანი ლითიუმ იონის ბატარეა
HTC One V
ქსელები: 2G და 3G სრული დიაპაზონი
ზომები: 120.3 x 59.7 x 9.2 მმ
წონა: 115 გრამი
ეკრანი: 480 x 800 3.7 დიუმიანი LCD მოცულობითი თაჩსქრინი Gorilla Glass დამცავი შუშით.
მეხსიერება: ჩაშენებული 4 გიგაბაიტი 512 მეგაბაიტი ოპ. მეხსიერება.
კამერა: 5 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით და LED გაელვებით. HD ვიდეო გადაღებით 720p გარჩევადობაზე.
ვებ კამერა: 1.3 მეგაპიქსელიანი, 720p
უკაბელო კავშირი: WiFi, DLNA, WiFi Hotspot, Bluetooth 4
ჩიპების კრებული: Qualcomm MSM8255 Snapdragon, 1 გიგაჰერციანი პროცესორი და Adreno 205 ვიდეო ამაჩქარებელი.
სენსორები: აჩქარების და მიახლოების
სიმ ბარათი: microSIM
აკუმულატორი: 1500 მილიამპერიანი ლითიუმ იონის ბატარეა
როგორც ზემოთ აღნიშნული მონაცემები გვეუბნება X და S მოდელები არის უფრო მაღალი წარმადობის მოწყობილობები ხოლო V არის ბიუჯეტური მოდელი.
დავიწყოთ X მოდელის ვიზუალური დათვალიერება. მისი წინა პანელი უმთავრესად ეკრანს უკავია, ზევით არის დინამიკის ნასვრეტები რომლის უკანაც იმალება ინდიკატორი, რომელიც სხვა და სხვა ფერით გვანიშნებს სხვა და სხვა მდგომარეობის შესაბამის სიგნალებს. მარჯვენა კუთხეში არის ფრონტალური ვებ-კამერა. ქვედა მხარეს არის განთავსებული სამი თაჩ ღილაკი, რომელთა საშუალებითაც ხდება ოპ. სისტემასთან ურთიერთობა.
უკანა პანელზე ფუნქციონალური მხოლოდ კამერაა, რომელიც ზედა მხარეს არის მოთავსებული და მის ორბიტაზე არის პატარა შუქდიოდური გაელვება. კამერის ობიექტივის გარშემო არის მეტალის რგოლი, რომელიც მართალი გითხრათ არც ისე ლამაზად გამოიყურება სხვა სმარტფონების კამერებთან შედარებით. ცენტრში არის სიღრმეში ჩასმული HTC-ის მეტალის ლოგო, ქვევით არის beatsaudio-ს ლოგო, რომლის ქვეშაც არის დინამიკის წვრილი ნასვრეტები .როგორც მოგეხსენებათ HTC-ის თითქმის ყველა სმარტფონში არის ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა და არც ჩვენი განხილვის ობიექტები არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ასევე მარჯვენა ქვედა კიდეზე არის საბვუფერის ხუთი ნახვრეტი.




X-ის ზედა კიდეზე არის მიკროფონის ნახვრეტი, 3.5 მილილმეტრიანი აუდიო ფოსო, ჩართვა/გამორთვის ღილაკი და მიკრო სიმ ბარათების სლოტი.
მარჯვენა გვერდითა პანელზე არის მხოლოდ microUSB პორტი, ხოლო მარჯვენა მხარეს მხოლოდ ხმის რეგულატორი. ქვედა მხარეს კი კიდევ ერთი მიკროფონის ნახვრეტი არის განთავსებული.


S და V მოდელებისგან განსხვავებით თქვენ ვერ შეძლებთ One X-ის დაშლას და აკუმულატორის ამოღებას, ის მონოლითურია iPhone-ის მსგავსად და ერთადერთი რისი ჩადებასაც შეძლებთ რა, თქმა უნდა სიმ ბარათია. არ არის microSD ბარათების სლოტიც, რაც ჩემი აზრით არ არის სასიამოვნო, რადგანაც მის კონკურენტ Galaxy S III მიუხედავად დიდი მოცულობის შიდა მეხსიერებისა აქვს microSD ბარათის სლოტიც რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ბონუსია. არ ვიცი რატომ, მაგრამ HTC ჩათვალა, რომ 32 გიგაბაიტი მეხსიერება სრულიად საკმარისი იქნებოდა მაღალი წარმადობის მოწყობილობისთვის, რომელიც Full HD ხარისხის ვიდეოს და 8 მეგაპიქსელი გარჩევადობის ფოტოებს გადაიღებს.
კომპლექტში შედის ერთი USB კაბელი კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის და დამტენ მოწყობილობასთან მიერთებისათვის ასევე არის სტანდარტული ყურსასმენები და არა beatsaudio. უნდა აღვნიშნო, რომ წინა მოდელებს მოყვებოდა beatsaudio-ს ყურსასმენები.
გადავიდეთ S მოდელის ვიზუალზეც, რომელიც აშკარად Sensation-ის დიზაინის ლოგიკური გაგრძელებაა. თუმცა წინა პანელი სადაც არის ეკრანი, სენსორული მართვა დინამიკი და ფრონტალური კამერა სრულიად X მოდელის იდენტურია.
უკანა პანელი კი იმეორებს Sensation-ის დიზაინის შტრიხებს, განსხვავება
მხოლოდ მასალაშია, წინამორბედისგან გასხვავებით ის უკვე პლასტმასისგან არის შესრულებული, თუმცა შეხებისას მეტალის შთაბეჭდილებას ტოვებს. X-ის მსგავსად მასაც დიდი კამერა აქვს მაგრამ კამერის გარშემო პატარა ლურჯი მეტალის რგოლია, ხოლო LED გაელვება მარჯვნივ ცალკე არის მოთავსებული. საბოლოო ჯამში უფრო ელეგანტურად და სასიამოვნოდ გამოიყურება ვიდრე X.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ X-ის გან განსხვავებით პანელის ზედა ნაწილის მოხსნის შემთხვევაში ჩვენ წვდომას მივიღებთ მიკრო სიმ ბარათის სლოტზე. წარმოდგენა არა მაქვს რატომ მიიღო HTC-მ ასეთი გადაწყვეტილება და მხოლოდ სიმ ბარათების სლოტზე წვდომის გამო რატომ გაუკეთა ამ მოდელს მოხსნადი პანელი, თუმცა აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში თუ microSD ბარათების სლოტსაც დაამატებდა, რაც არ არის. იგივე შენიშვნა მაქვს ამ შემთხვევაშიც რაც მქონდა One X-თან მიმართებაში, არ არის microSD ბარათების სლოტი რაც დიდი მინუსია მულტიმედიური ფუნქციონალიდან გამომდინარე. შუაში არის ამოკვეთილი HTC-ის ლოგო და ქვევით როგორც X-ში beatsaudio-ს ლოგო და მის ქვევით დინამიკის ნასვრეტები.

ზედა პანელიც იმეორებს X-ის ზედა პანელს, იქ ჩართვა/გამორთვის ღილაკი, ყურსასმენების ფოსო და მიკროფონის ნასვრეტია.
მარცხენა გვერდითა პანელზე არის microUSB პორტი, ხოლო მარჯვენა მხარეს ხმის რეგულატორი. ქვედა პანელზე არის მიკროფონის ნასვრეტი.
კომპლექტაციაში შედის დამტენი მოწყობილობა, USB კაბელი და სტანდარტული ყურსასმენები.
გადავიდეთ V მოდელის ვიზუალურ დათვალიერებაზე. საინტერესო და ნოსტალგიის მომგვრელი ჩემთვის აღმოჩნდა ამ მოწყობილობის დიზაინი, რომელიც ლეგენდარული HTC Hero-ს დიზაინის ლოგიკური გაგრძელებაა. HTC Hero ჩემი პირველი Android სმარტფონი გახლდათ და შესაბამისად ამ მოდელის მიმართ გამიჩნდა სეროზული ინტერესი.

წინა პანელის ვიზუალი აბსოლუტურად იმეორებს One X-ისა და S-ის დიზაინს და აქაც გამოიყენება სენსორული მართვის ღილაკები, არა და Hero-ს ეს ღილაკები 15 გრადუსით წინ წამოწეულ პანელზე ჰქონდა მოთავსებული. ახლა კი ამ პანელზე არაფერი არ არის, რაც მას თითქმის უკარგავს დანიშნულებას გარდა იმისა, რომ დაცემისას ეკრანს დაიცავს ზედაპირზე დაზიანებებისგან.
უკანა პანელზე ზევით მარცხნივ არის კამერა და LED გაელვება რომელიც ოვალური მართკუთხედის ფორმის ოდნავ ჩაძირულ პანელზეა განთავსებული და საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება. S-ის მსგავსად ამ მოდელსაც პლასტმასის კორპუსშივე აქვს ამოტვიფრული HTC-ის ლოგო და სიმ ბარათისა და microSD ბარათების სლოტთან წვდომისთვის აქვს ქვედა ხუფი, რომელიც შესაბამისად იხსნება და მის ქვევით ზემოთ აღნიშნულის გარდა არის დინამიკი ზუსტად ხუფის ნასვრეტების ქვეშ.

უფროსი ძმებისგან განსხვავებით ზედა პანელზე ჩართვა გამორთვის ღილაკისა და ყურსასმენების ფოსო გარდა არის მრავალფერიანი შუქდიოდური ინდიკატორი.

ქვედა პანელზე არის მხოლოდ მიკროფონის ნასვრეტი, ხოლო მარცხენა და მარჯვენა გვერდითა პანელებზე microUSB პორტი და ხმის რეგულატორი შესაბამისად.
სამივე მოდელის ვიზუალური დათვალიერებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ HTC-მ წინ გადადგა ნაბიჯები დიზაინის და ერგონომიკის თვალსაზრისით მაგრამ microSD ბარათების სლოტების არ ქონა ჩემი აზრით უკან გადადგმული ნაბიჯია. ასევე უკან გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ არ არის წვდომა აკუმულატორებზე, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოცვლას ან თუნდაც დამატებითი აკუმულატორის ქონას რაც ხშირი პრაქტიკაა HTC- ის მომხმარებლებისთვის, რადგან ენერგომოხმარების პრობლემები ამ კომპანიას ჯერ-ჯერობით არ მოუგვარებია ისე როგორც მისმა ზოგიერთმა კონკურენტმა.
ასევე უნდა აღინიშნნოს აწყობის პრობლემებიც, რაც Sensation-დან მოყოლებული აქვს ამ კომპანიის სმარტფონებს. გაცხელებასთან ერთად თხევადდება წებო, რითაც არის დამაგრებული ეკრანის წინა დამცავი Gorilla Glass ნაწილი და ის ოდნავ იწევს ზევით, რის შედეგადაც მის ქვეშ ადვილად შეიძლება მოხდეს მტვრის ნაწილაკები რაც ძალიან არასასიამოვნო ფაქტია.
მოდით დავიწყოთ უმთავრესი განსხვავებით რაც აქვს ამ მოდელებს წინამორბედებისგან, ეს არის HTC Sense 4 რომელიც ოსტატურად და ელეგანტურად აფართოებს ICE Cream Sandwich-ის ისედაც მდიდარ ფუნქციონალურ შესაძლებლობებს.
Sense 4 არის წინა ვერსიებისგან განსხვავებით კარდინალურად განვითარებულია და დახვეწილი სამომხმარებლო ინტერფეისი მასშივე ჩაშენებული უამრავი სამომხმარებლო ფუნქციონალით. განვიხილავ HTC One X-ის მაგალითზე, რადგანაც დანარჩენ ორ მოდელში ყველაფერი ისთივეა როგორც X-ში, განსხვავება, ეკრანის ზომებშია მხოლოდ.
დაბლოკილი ეკრანი:
დაბლოკილ ეკრანზე არის მიმდინარე ოპერატორის სახელი, ციფრული საათი და თარიღი. ქვევით არის რგოლი რომლის გადატანით მას ზემოთ მოთავსებულ მალსახმობებზე შესაძლებელი ხდება პირდაპირ მივიღოთ წვდომა ტელეფონზე, ფოსტაზე, შეტყობინებებსა და ფოტოაპარატზე. რგოლის შუაში გადაადგილებს შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით მთავარ ეკრანზე.
შეიცვალა პროგრამების ბადეც, რომელიც წინა ვერსიისგან განსხვავებით უკვე ჰორიზონტალურად იფურცლება როგორც Android 4-ის მშობლიური ინტერფეისი.
გადამუშავებულია პარამეტრების აპლიკაციაც და ის უფრო ადვიალდ მოსახმარი და ერგონომიულია ვიდრე წინა ვერსიებში.
ასევე სერიოზულად არის გადამუშავებული ლეგენდარული ამინდისა და საათის ვიჯეტი, რომელიც უფრო ელეგანტური და ნატურალური ანიმაციებით არის დატვირთული.
სერიოზულად არის გადამუშავებული მუსიკის დამკვრელი, სადაც უკვე არის მუსიკალური მაღაზია და ინტერნეტ რადიოს მხარდაჭერაც.
სამივე მოდელი აღჭურვილია FM რადიო მიმღებით, რომელსაც შესანიშნავი სამომხმარებლო ინტერფეისი და სიმღერების ამოცნობის ფუნქციონალი გააჩნია SoundHound სერვისსზე დაყრდნობით.
HTC One X-ის და One S-ის ფოტოაპარატი ყველაზე გემრიელი და დახვეწილი ფუნქციად შეიძლება ჩავთვალოთ. მოდით განვიხილოთ ეს დეტალურად. ორივე კამერა შესანიშნავ ფოტოებს იღებს მაქსიმალური გარჩევადობით 8 მეგაპიქსელი (3264 x 1840) ასევე იღებს ვიდეოს FullHD (1920 x 1080) გარჩევადობით, აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს გადაღებისას შეიძლება ფოტოს გადაღებაც, რაც ძალიან საინტერესო და სასარგებლო ფუნქციად მიმაჩნია, რაც Android სმარტფონებში დიდი იშვიათობაა.
მთავარი კამერა აღჭურვილია (BSI CMOS) 8 მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომლის შუქგამტარობა არის F/2.0 რომელიც უკეთესია ვიდრე iPhone 4S-ის ფოტოაპარატის მონაცემები. რაც უფრო მეტია შუქგამტარობა მით უფრო უკეთესია კამერა სუსტი განათების პირობებში. რაც განაპირობებს იმას, რომ უფრო ნაკლები სურათი გამოვა გადღაბნილი და უფრო ნაკლებად მოუწევს ავტომატიკას მაქსიმალური შუქმგრძნობელობის გააქტიურება.
გათვალისწინებულია HDR რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს სენსორის უფრო ფართო დინამიურ დიაპაზონს. HTC-მ გადადგა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იმით, რომ გამოიყენა საკმაოდ ხარისხიანი ფოტომოდული და არ დაიწყო მეგაპიქსელებზე სპეკულაცია, როგორც ამას ზოგიერთი მწარმოებელი აკეთებს.
მინდა მოგიყვანოთ რამდენიმეფოტო :
მოდით ახლა ენერგომოხმარების საკითხებზე შევჩერდეთ, რომელიც თანამედროვე ანდროიდ სმარტფონებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. რა თქმა უნდა ბირთვების გაზრდა, ეკრანის დიდი ზომა და კომუნიკაციების უამრავი საშუალება უარყოფითად მოქმედებს მოწყობილობების ავტონომიურობაზე.
ჩემი აზრით სამივე მოწყობილობაში აკუმულატორის ჩაშენებამ დადებითან იმოქმედა დიზაინზე და აწყობის ხარისხზე, მაგრამ ცუდად ენერგომოხმარებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ საშუალო 1800 მილიამპერიანი აკუმულატორი რომელიც აქვს One X და 1650 – One S-ზე საკმარისი არ არის მულტიმედიური ფუნქციონალის კომფორტული გამოყენებისთვის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Super AMOLED ეკრანზე უკეთესი ხარისხთან ერთად IPS Plus ეკრანები უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ. ამიტომაც თ გადაწყეტთ შეიძინოთ ეს სმარტფონები მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ ჯიბით ატაროთ დამტენი მოწყობილობაც. ამასთანავე გირჩევთ გამოწენოთ 3G ქსელი და WiFi მოდული საჭიროების მიხედვით. იგივე არ შეიძლება ითქვას One V მოდელზე, რომელსაც არა აქვს მძლავრი პროცესორი და დიდი ეკრანი, ამ შემთხვევაში სრულიად საკმარისია მისი აკუმულატორი კომფორტული სარგებლობისათვის.
ასევე შემიძლია ტესტირების ზოგიერთი შედეგიც გაგიზიაროთ
მიღებული შედეგები იმდენად არაერთგვაროვანია, რომ ძალიან ძნელია ითქვას რეალური ფავორიტი, მაგრამ ეს კარგიცაა, არჩევანის გაკეთებისას უპირატესობას დიზაინს და კამერას თუ მივანიჭებთ და არა დეტალურ ტექნიკურ მონაცემებს. ასევე ავტონომიური მუშაობის ტესტებმაც უჩვენა, რომ ვიდეოს გაშვებისას One X 6 საათი მუშაობს და One S – 8.5 საათს. ასევე ჩვეულებრივი მოხმარებისას One S უფრო მეტ ხანს მუშაობს მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც ადვილი რჩება.
სამივე სმარტფონი თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ყველაფერი მყიდველის გემოვნებაზეა დამოკიდებული, რაც ძალიან კარგია როცა კომპანია ერთდროულად წარმოადგენს რამოდენიმე პროდუქტს, რომლებიც არა ერთმანეთის კონკურენციისთვის არამედ ბაზრის სხვა და სხვა სეგმენტზე არის გათვლილი.
































