Внешне новинка отдаленно напоминает старые пленочные мини-фотоаппараты.
კომპანია Olympus-მა წარმოადგინა ახალი ფოტოკამერა Micro-Four Thirds ფორმატის, რომელმაც მიიღო დასახელება PEN E-PL1.
ფოტოაპარატი შესრულებულია რეტრო სტილში, განსხვავებით ადრე წარმოდგენილი მოდელებისგან PEN EP-1 ($800) და PEN EP-2 ($1 100), იგი შემოთავაზებული იქნება, შედარებით ეკონომიურ ფასად $600. ზოგიერთმა მიმომხოლველმა  PEN E-PL1  მიიჩნია როგორც “Micro-Four Thirds ხაზის ბიუჯეტური წარმომადგენელი.”
ახალ აპარატში გამოყენებულია მატრიცა Live-MOS გარჩევადობით 12 მლნ პიქსელი, მაღალწარმოებადი გამოსახულების პროცესორი TruePic V.
გათვალისწინებულია თითქმის ოცი ათეული სიუჟეტური გადაღების რეჟიმი და სისტემა iAuto, რომლის მეშვეობით აპარატს შეუძლია ყველა პარამეტრის ავტომატურად დაყენება.
ამ აპარატის განსაკუთრებულობიდან გამოვყოთ ჩადგმული განათება (flash) და ცალკე ღილაკი განკუთვნილი სწრაფი ვიდეომასალის გადაღებისთვის ფორმატში 720p. (გარჩევადობა— 1280×720 წერტილი) 30 კადრი წამში სიხშირით. ინტერფეის HDMI-ით შეგვიძლია კამერა შევაერთოთ მაღალი გარჩევადობის ტელევიზორში. ამასთან ერთად  TV დისტანციური მართვის პულტით შესაძლებელია ვმართოთ აპარატის მენიუ და ამოვირჩიოთ სურათები.
ფოტოაპარატი გაყიდვაში გამოვა შემდეგ თვეში: კომპლექტში შევა Zuiko Digital ED 14–42mm f3.5/5.6 ობიექტივი, ბატარეა და შემაერთებელი კებელები (USB და AV).
გამოყენებულია Digital Photography Review –ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.