344501BF-97B6-458C-B19C-7AD356959A9D.jpg

მას შემდეგ რაც HP-მ იყიდა Palm, აგორდა ახალი ჭორების ტალღა, რომ ისინი მალე გამოუშვებენ პლანშეტს webOS-ის ბაზაზე.

ბევრი ინსაიდერის ცნობით, ეს უფრო რეალურია ვიდრე წარმოვიდგენდით. ერთმა ინსაიდერმა HP-დან განაცხადა რომ პლანშეტი კოდური დასახელებით Hurricane (ქარიშხალი) შეიძლება გაყიდვაში გამოვიდეს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში.

არც ისე დიდი ხნის წინ HP თავს იწონებდა მისი Slate-ით Win7-ის ბაზაზე, რომელიც iPad-ის მკვლელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ბოლოდ დროის ინფორმაციებით, ცნობილი გახდა რომ HP Slate შეიძლება მხოლოდ თვითმკვლელი გახდეს.

“მოწყობილობა მართლაც საინტერესოა, მაგრამ მუშაობს როგორც კუ” – ამბობს პოლ მილერი, ანალიტიკოსი ლოს ანჟელესიდან. “მე ვფიქრობ, რომ მათ შეეძლოთ გამოეშვათ რამე უფრო მძლავრი პროცესორით, მაგრამ ამას აკუმულატორის დიდი ხარჯი მოყვებოდა”. როგორც ჩვენ, მილერი მოუთმენლად ელოდება HP Hurricane-ის გამოსვლა. “თუ ჭორები გამართლდა, ეს მოწყობილობა შეიძლება მართლა გახდეს “მკვლელი” – webOS შესანიშნავად გაართმევს თავს პლანშეტზე მუშაობის ყველა თავისებურებას”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.