Microsoft-მა დაიწყო მოქმედება იმისთვის, რომ სერიოზული წინსვლა მოხდინოს მის პროგრამულ და აპარატულ პროდუქტებში Windows 8-ის გამოშვებით. NFC, ორი და ოთხი ბირთვის მხარდაჭერა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ის გადის NT ბირთვზე,  რომ დეველოპერებისათვის ადვილი გახდეს პროგრამების შექმნა დესკტოპსა და მობილურ პლატფორმებზე. დამატებულია საფულე, Skype-თან მჭიდრო ინტეგრაცია და განახლებული სასტარტო ეკრანი პატარა ფილებით. Microsoft არ აპირებს ამ ყველაფრის გამოშვებას უკვე არსებული მოწყობილობებისათვის. ამის ნაცვლად, კომპანია გამოუშვებს Windows Phone 7.8 განახლებას, რომელიც მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებს Windows Phone 8 პლატფორმიდან.

 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა Windows Phone 7 და მისი 7.5 “Mango” განახლება. ერთი წლის შემდეგ ეს არ იყო პასუხი iOS და Android პროგრამული და აპარატული ბაზრის შესადარი სისტემები. Microsoft-ის მიერ ფუნდამეტნალური ცვლილება პლატფორმაში საჭირო გახდა იმისთვის, რომ კომპანიას გაეწია მხარდაჭერა მთელი რიგი მოწყობილობებისათვის და გადმოებირებინა მომხმარებელი Windows Phone პლატფორმაზე.

 WINDOWS CORE – WINDOWS 8

ყველაზე დიდი ცვლილება ამ მოდელში ის იქნება, რომ მაიკროსოფტი გადავა NT ბირთვზე და შესაბამის საოპერაციო სისტემის ელემენტებზე, რასაც Windows Core ქვია. სტივ ბალმერმა და კომპანიამ ეს ცვლილება თვეების განმავლობაში დამალეს, მაგრამ Microsoft-მა ეს უკვე გამოამჟღავნა და ძალიან მალე გაიზიარებს იგივე ბირთვს, ფაილურ სისტემას, მედია ფონდს, მოწყობილობების დრაივერებს  და ნაწილებს, ასევე Windows 8 უსაფრთხოების სისტემას. აქვე იქნება მრავალბირთვიანი პროცესორების და გარე პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა, რაც IT პროფესიონალებისთვის და ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.


დეველოპერებს ექნებათ სრული უპირატესობა Windows Core-ში, ვიდრე ქონდათ NET Compact Framework-ში WP7-ის შემთხვევაში. Windows Phone 8 გადადის Core CLR-ზე, რომელიც საშუალებას იძლევა გაეშვას კოდი დესკტოპზე. დეველოპერები მიიღებენ ახალ ინსტრუმენტებს და განახლებულ SDK-ს ამ ზაფხულს, რომელიც Visual Studio 2012-ზე იქნება დაფუძნებული.

“დეველოპერებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ ერთი და იგივე კოდი ორივე პლატფორმისათვის” – განაცხადა ლარი ლიბერმანმა – “ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თავსებადი იქნება ნატივი C და C++ ბიბლიოთეკები, SQLite და Direct X-ის მხარდაჭერით. ძალიან ადვილი იქნება თამაშების სტუდიებისთვის პორტირება Windows Phone-ზე, ასევე – ერთდორულად შექმნიან ახალ პროექტებს ორივე პლატფორმისათვის” – აღნიშნა მან.

აპარატურა – მრავალ-ბირთვიანი პროცესორები, ეკრანის სამი გაფართოება, NFC, და სრული SD მხარდაჭერა

საზიარო NT ბირთვთან ერთად მოდის მრავალბირთვიანი პროცესორების მხარდაჭერაც. “ჩვენ გვაქვს ორ-ბირთვიანი, ოთხ-ბირთვიანი, რვა-ბირთვიანი და თეორიაში 64 ბირთვიანი სისტემაც – ამბობს ლიბერმანი – რაც Windows 8-ის ბირთვზე გადასვლის წინაპირობაა.” ჯერ არ არის ცნობილი აპარატული მოთხოვნები, მაგრამ კომპანია ამბობს, რომ იქნება ორბირთვიანი სმარტფონები, რომელსაც გამოუშვებს Nokia, Samsung  და HTC მსოფლიოს 180 ქვეყანაში.

Windows Phone 8-ში იქნება სამი გაფართოების მხარდაჭერა: WVGA, WXGA და 729p. განიხილა რა ზოგიერთი ჭორი მაიკროსოფტელმა, გრეგ სალივანმა დაამოწმა, რომ იგეგმებოდა 640×480 ზოგიერთი მოწყობილობისთვის, რომელსაც ისინი არ გამოუშვებენ.  შეფარდება იქნება 15:9 და 16:9 იმისათვის, რომ არ მოხდეს ფრაგმენტაცია.

მაიკროსოფტი ასევე ოფიციალურად უზრუნველყოფს NFC  ფუნქციონალს. საფულე საშუალებას იძლევა შევინახოთ როგორც საკრედიტო და საწევრო ბარათები, ასევე ვაწარმოოთ NFC გადახდები. “Google-ს აქვს NFC, Apple-ს აქვს Passbook, ჩვენ კი ორივე გვაქვს” – ამბობს სალივანი.  ასევე იქნება Android Beam-ის მსგავსი გაზიარების საშუალება პლატფორმებს შორისაც.

Windows 8-ის ბირთვის კიდევ ერთი დამსახურება იქნება SD ბარათების მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გადაწეროს მუსიკა ფოტოები და დააყენოს აპლიკაციები.

WINDOWS PHONE 8 სამომხმარებლო ინტერფეისი

მთავარი ცვლილება სამომხმარებლი ინტერფეისში იქნება Microsoft-ის მიერ ნაჩვენები ახალი სტარტ ეკრანი “ჩვენ გვექნება სამი სხვა და სხვა ზომის ფილები, პატარა, საშუალო და დიდი” ამბობს სალივანი. “პატარა ფილები საშუალებას მოგვცემს დავატიოთ უფრომ მეტი მცირედ ინფორმატიული პროგრამები”

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=25DKXGKblOw[/youtube]

მომხმარებელს ექნება საშუალება შეცვალოს ფილების ზომა შეხედულებისამებრ. მაიკროსოფტი არ ამბობს სამომხმარებლო ინტერფეისის სხვა ცვლილებებზე მაგრამ არის უფრო მეტი ფერები და პერსონალიზაციის საშუალება ახალი სტარტ ეკრანისთვის Windows Phone 8-ში.

SKYPE და VOIP ინტეგრაცია

საუბარია Skype-ის სრულ ინტეგრაციაზე “მაიკროსოფტი აშენებს API-ს, და ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქონდეს VoIP ფუნქციონალის სრული მხარდაჭერა Windows Phone პლატფორმაზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ Skype-ს. Skype იქნება უბრალო პროგრამა, რომელიც გამოიყენებს ჩვენს მიერ შექმნილ VoIP ინფრასტრუქტურას”. სალივანმა იხუმრა კიდევაც და თქვა, რომ “ეს ინფრასტრუქტურა ისეთი იქნება, რომ  Apple გამოუშვებს Face Time-ს Windows პლატფორმისათვისაც”

Microsoft-მა წარმოადგინა მისი განახლებული Internet Explorer 10 ბრაუზერ Windows Phone 8-ზე, რომელიც, ფაქტიურად, იგივეა, რაც Windows 8 დესკტოპ რედაქციაში. მას ექნება ფიშინგის ფილტრი და ბმულების გადამოწმების სისტემა უკეთესი უსაფრთხოებისათვის. მაიკროსოფტი არ ადასტუებს, მაგრამ ჭორების თანახმად, იქნება ახალი სერვერული შეკუმშვის სისტემა, რაც შეამცირებს ბრაუზერის მიერ მონაცემთა გადაცემის ქსელის გამოყენებას.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ Nokia შემოგვთავაზებს სანავიგაციო რუქებს ახალი WIndows Phone პლატფორმისათვის. Nokia Maps იქნება მთავარი სისტემური რუქები ახალი პლატფორმისათვის და მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი დეველოპერი.

ენტერპრაისი და ბიზნეს სექტორი

და ბოლოს, უმთავრესი,  რაც  Windows 8-ის განახლებულ კორპორაციულ ფუნქციონალს შეეხება. მრავალი ჩაშლილი მცდელობის შემდეგ მაიკროსოფტი გამოუშვებს მოწოყბილობაშივე განხორციელებულ დაშიფრვას და პირვატულ აპლიკაციების მაღაზიას კორპორაციებისათვის, რაც ყველაზე მეტად არის მოთხოვნადი ბიზნეს სეგმენტში.

სალივანმა ასევე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და მომავალში იქნება უფრო მეტი სიახლე Microsoft-ის ამ ახალი პლატფორმების შესახებ.

და ბოლოს იხილეთ ეკრანის ანაბეჭდების სრული გალერეა და ბმული წყაროზე:

გალერეა
წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.