კომპანია Sharp-მა განაცხადა პირველად მსოფლიოში მობილური მოწყობილობებისთვის კამერის მოდულის შექმნის შესახებ, რომელიც გადაიღებს სურათებს 3D-რეჟიმში.
გარდა იმისა, რომ ამ აპარატს შეეძლება სტერეოსკობული სურათების გადაღება, ის შეძლებს 3D-ვიდეოების ჩაწერას მაღალი ხარისხით, გაფართოებით 1280×720 პიკსელი (720p).
მოდულს გააჩნია ორი ობიექტივი და ორი გამოსახულების გადამცემი. სიახლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონებით, სმარტფონებით, პლანშეტური კომპიუტერებით და სხვა მინი-გაჯეტებით.
მწარმოებელი პირველ პარტიას გაყიდვაში გამოუშვებს ივლისში, ხოლო მასიური გაყიდვა დაგეგმილია 2010 წლის ბოლოს.
გამოყენებულია Sharp-ის მასალები.


ვაა ძალიან სასიამუვნო ინფორმაციაა… აწი სწრაფად შემოვლენ 3D მონიტორები და შესაბამისი აპარატურაც გვექნება რომ 3D სურათები და ვიდეოები გადავიღოთ 🙂
კარგია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ისე ბევრი ფილმი და ვიდეოა 3D ფორმატში გადაღებული, ასე რომ უაზროა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის მაგაში ფულის გადაყრა.