რუსული ანტივირუსული კომპანია ამტკიცებს რომ 600 000 მაკინტოში, რომელთა უმრავლესობაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაშია დაინფიცირებულია ტროას ცხენით “Flashback”
კომპანია Dr. Web-მა ხუთშაბათს გამოქვეყენბულ რეპორტში აღნიშნა 550 000 კომპიუტერი Mac OSX ოპ. სისტემით, მოგვიანებით ივან სოროკინმა ტვიტერში გამოაქვეყნა, რომ ინფექციების რიცხვი გაიზარდა 600 000-მდე და მათ შროის 274 კომპიუტერი არის Cupertino-ში. დაინფიცირებული მაკების 57% განთავსებულია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ხოლო 20% კანადაში.
Flashback პირველად 2011 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს და ის ვრცელდებოდა, როგორც Adobe Flash Player-ის ინსტალატორი. Flashback-ის ინსტალაციის შემდეც ტროიანი ეძებს მომხმარებლის სახელებსა და პაროლებს რომლებიც არის შენახული ოპ. სისტემაში.
ამის საწინააღმდეგოდ Apple-მა გამოუშვა პატჩი რომელიც Java Runtime-ის განახლების სახით გამოვიდა OSX 10.6 and 10.7 და OSX Lion 2012-001 პლატფორმებისათვის, თუმცა განახლების აღწერაში არაფერი არ არის ნათქვამი Flashback-ის შესახებ.
Apple აგრძელებს OS X-ის პოზიციონირებას როგორც Windows-ის უსაფრთხო ალტერნატივას და აცხადებს, რომ “მაკისთვის არ არის საშიში ათასობით ვირუსები, რომლებიც აწუხებს Windows-ზე ბაზირებულ კომპიუტერებს” ასევე ვკითხულობთ, რომ “ეს არის Mac OS X-ში ჩაშენებული ავტომატური თავდაცვის სისტემების დამსახურება”
