Canonical-მა დაანონსა მისი ახალი პროდუქტი Ubuntu – Android პლატფორმისათვის, რომელსაც მარკ შატლვორტი წარმოადგენს შემეგ კვირას Mobile World Congress-ზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონზე Android-ის გარდა შეიძლება ჩაიწეროს სრული სამაგიდო Ubuntu, რომელთანაც მუშაობა შესაძლებელია მას შემდეგ რაც მივუერთებთ კომპიუტერის მონიტორს სპეციალური დოკ-სადგურის საშუალებით

 

Ubuntu – Android პლატფორმისათვის განკუთვნილია მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონებისთვის – ეს არის ARM მოწყობილობები ორ-ბირთვიანი პროცესორით, საჭიროა  HDMI პორტიც. სისტემას აქვს პროგრამების სერიოზული კრებული: ბრაუზერი Chromium, საფოსტო კლიენტი ThunderBird, სოციალური ქსელების კლიენტი Gwibber და ვიდეო დამკვრელი VLC. ასევე შესაძლებელი იქნება სმარტფონის ფუნქციონალის გამოყენებაც, მაგ. Wi-Fi, 3G და 4G ქსელები.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=BWiUvOkK1HM[/youtube]

წყარო: Canonical

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.