როცა ხელში Windows Phone მიჭირავს მახსენდება iPhone-ის პირველი მოდელი თავისი მარტივი, არც ისე მდიდარი ფუნქციონალის, მქონე მაგრამ გემოვნებიანი ინტერფეისით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელსაც მართლა დიდი მომავალი ქონდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვი რომ Windows Phone პლატფორმამ რამე სერიოზულ წარმატებას მიაღწია. უმთავრესი რაც ამ პლატფორმას გააჩნია ის არის, რომ ყველა მოწყობილობა უნიფიცირებულია, ინტერფეისი უცვლელია, ასვე პროგრამებიც. რითი დამაინტერესა ნოკიამ? იმით, რომ ჩემს ხელში მოხვდა მისი N9 მოდელი, რომელის განხილვაც დავწერე გასულ წელს

მისი გაბარიტები არის 116,5×61,2×12,1 მმ და წონა 142 გრამი,  მისი დიზაინის სრულ აღწერას არანაირი აზრი არა აქვს, რადგანაც ის არის ზუსტი ასლი ზემოთ ხსენებული MeeGo სმარტფონისა Nokia N9.

მკაცრი კუთხოვანი დიზაინის მქონე მონობლოკი ძალიან მოხერხებულად თავსდება ხელში. ხარისხიანად შესრულებული პლასტმასის კორპუსი ძალიან მყარია და არ იჩხაპნება. ასევე მას აქვს საფირმო სილიკონის შალითა, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნევლად ეხვევა სამარტფონს და საიმედოდ იცავს კორპუსს ფიზიკური დაზიანებისაგან.

როგორც ცნობილია, ბაზარზე სმარფონი სამი ფერის ვარიაციაში გამოდის: შავი, ცისფერი და ვარდისფერი.

სმარტფონის წინა პანელზე არ არის ფიზიკური ღილაკები. ეკრანის ქვემო კიდეზე არის სამი სენსორული ღილაკი Windows Phone-ის მართვისთვის “უკან”, “სახლში” და “ძიება”

Lumia 800 აქვს სამი ფიზიკური ღილაკი და ისინი განთავსებულია მარჯვენა გვერდითა პანელზე: ერთი ღილაკი არის ჩართვა/გამორთვა/ბლოკირება, მეორე არის ორმაგი ხმის რეგულირების ღილაკი და მესამე – კამერის ღილაკი.

ზედა კიდეზე არის 3.5 მმ აუდიო ფოსო ყურსასემენებისთვის, microUSB  ფოსო და სიმ ბარათის სლოტი, ბოლო ორი მყარად არის დაფარული სპეციალური ხუფით.

ქვედა პანელზე განთავსებულია მიკროფონი და დინამიკი, რომელსაც მშვენიერი ხმა აქვს და ისმის შემომავალი ზარი თუნდაც ძალიან ხმაურიან გარემოშიც.

როგორც Nokia N9-ში ასევე Lumia 800-ში ზუსტად ცენტრში, მეტალის პანელში არის ჩასმული Nokia-ს ლოგოტიპი და მთავარი 8 მეგაპიქსელიანი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით და ორმაგი შუქდიოდური გაელვებით. აპარატს არ აქვს წინა კამერა.

Lumia 800-ის უმთავრეს ღირსებას უნდა წარმოადგენდეს ეკრანი მაგრამ ეს ასე არ არის, მისი დიაგონალი არის 3,7 დიუმი და გაფართოება 800×480 პიქსელი, რაც დღეისათვის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია ჩემი აზრით.

დისპლეი შესრულებულია AMOLED ტექნოლოგიით და დაცულია ცოტათი ამოზნექილი Gorilla Glass შუშით, რომელიც ეკრანს დაზიანებისაგან იცავს. ამის გარდა ეკრანის ზედაპირზე დატანილია ანტიბლიკ ფენა, რომელიც უზრუნველყოფს მზის პირდაპირი განათებისას ხილვადობას. Nokia 800-ის ეკრანის თაჩ ინტერფეისი მშვენივრად პასუხობს შეხებაზე ამიტომაც მართვა და ტექსტის აკრეფა ძალიან ადვილი და მოსახერხებელია.

სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს ლითიუმ-იონის აკუმულატორი BV-5JW მოცულობით 1450 მილიამპერი საათში. მძლავრი ბატარეა საუბრის რეჟიმში 13 საათს მუშაობს GSM ქსელში ხოლო WCDMA ქსელში ის 9,5 საათი იმუშავებს. მოლოდინის რეჟიმში ის 265 და 335 საათის განმავლობაში მუშაობს შესაბამისად. MP3 ფლეერის რეჟიმში ის 55 საათი იმუშებს ხოლო ვიდეო ფაილების აღწარმოებისას 6,5. აკუმულატორის დამუხტვა შეიძლება როგორც ქსელიდან ასევე კომპიუტერის USB ინტერფეისიდან.

Lumia 800 გათვლილია  GSM/EGSM 850/900/1800/1900 და WCDMA 850/900/1900/2100 I/II/V ქსელებში სამუშაოდ. სიგნალი შესანიშნავად მიიღება და კავშირის ხარისხიც ძალიან მაღალ დონეზეა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ Nokia Lumia 800 არის ფინური კომპანიის პირველი სმარტფონი Windows Phone 7.5 მართვის ქვეშ. Windows Phone ოპერაციული ისტემა მდიდარ ფუნქციონალს გვთავაზობს, ეს არის სოციალურ ქსელებში ინტეგრაცია, ინოვაციური სამომხმარებლო ინტერფეისი, საოფისე პაკეტი და მარავალამოცანიანობა.

მინდა ყურადღება მივაქციო კამერას, რომელიც 8 მეგაპიქსელიანია და ზუსტად ისეთივე როგორც N9-ში, იგივე მოდული Carl Zeiss-ის ოპტიკით. მას შეუძლია ჩაიწეროს HD ვიდეო 30 კადრი წამში და აქვს ორმაგი შუქდიოდური განათება.

კამერის ინტერფეისი ზუსტად იმეორებს სხვა Windows Phone აპარატებს, არის პარამეტერბის მენიუც სადაც შეიძლება გარჩევადობის, ISO, თეთრის ბალანსის და მრავალი სხვა რამის შეცვლა არის შესაძლებელი. შესაძლებელია გალერეაში პირდაპირ შესვლაც თითის გასმით. ავტომატური პარამეტრებით აპარატი შესანიშნავად იღებს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესოა Windows Phne სმარტფონებს შორის.

Windows Phone mango Nokia-ს სმარტფონზე ისეთივეა, როგორც ნებისმიერ სხვა სმარტფონზე და აქ არ არის არანაირი განსხვავება ინტერფეისში. განსხვავება მხოლოდ არის Nokia-ს პროგრამული უზრუნველყოფა Nokia Maps, Nokia Drive, Nokia Music, Nokia Sport რომელთა უმრავლესობა მიბმულია რეგიონალურ პარამეტრებს და ხშირ შემთხვევაში ჩვენთან არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომაც ოპ სისტემის განხილვისაგან თავს შევიკავებ, რადგანაც HTC Titan-ის განხილვაში ამის შესახებ უკვე ვისაუბრე.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული ენა და კლავიატურა, რომელიც არ არის რეალიზებული ოფიციალურად, თუმცა შესაძლებელია მისი დარუტვის შემდეგ ჩაყენება, მაგრამ ჩემს ხელთ მოხვედრილი მოდელი უკვე განახლებული იყო ახალ ვერსიამდე, რომელზეც ვერ შევძელი მანიპულაიების ჩატარება.

Nokia Lumia 800-ის რამოდენიმე კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ თამამად მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა მარტივი ფუნქციონალისთვის Windows Phone იდეალურია. ის უადაოდ კარგი ტელეფონია, ზარების განსახორციელებლად, მაგრამ სხვა მხრივ სრულყოფილი მრავალამოცანიანობის არქონა, პროგრამული უზრუნველყოფის მწირი ბაზარი, Zune-ზე მიბმა მუსიკის ვიდეოსა და ფოტოების გადმოწერისთვის არის დიდი მინუსი.

გარდა ამისა Lumia 800 საუკეთესო აპარატია კონკურენტებს შორის, საუკეთესო ეკრანით, კამერით და კორპუსის კონსტრუქციით, რაც სერიოზული უპირატესობაა და ჩემი აზრით ეს სმარტფონი მშვენიერი არჩევანია, როცა გვინდა უბრალოდ ტელეფონი მინიმალური ჭკვიანი ფუნქციონალით და კარგი კამერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.