Google ემზადება, რომ შეაჩეროს Nexus One-ის ონლაინ გაყიდვა, რადგანაც ამ Android-სმარტფონმა ვერ შეძლო საკმარისი მომხმარებლების ყურადღების მიქცევა.
იანვარში ანონსის დროს ფიქრობდნენ, რომ ინტერნეტ-დახლზე ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი იქნება მომხმარებლისთვის Nexus One-ის ყიდვა, მაგრამ დღეისათვის მაღაზია ვერ დაიკვეხნის მყიდველების რაოდენობით.
ამასთან ერთად კორპორაციამ ვერ შეძლო ხარისხიანი ტექნიკური დახმარების სერვისის ორგანიზება გუგლოფონისათვის: ძალიან ბევრი მომხმარებელი გამოთქვამდა უკმაყოფილებას Google-ის ძალიან დაგვიანებულ რეაქციაზე.

ენდი რუბინის სიტყვებით, რომელიც არის Google-ის ვიცე პრეზიდენტი, ინტერნეტ-მაღაზია პროდუქტის გავრცელების მწირი არხი გამოდგა, იმიტომ, რომ მომხმარებლების უმრავლესობას ურჩევნია აპარატი სატარიფო გეგმასთან ერთად შეიძინოს.
კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულება დადოს საცალო გაყიდვის ქსელებთან და კომპანიის აზრით ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება, ხოლო რაც შეეხება ვებ-მაღაზიას ის უბრალოდ პროდუქტის საპრეზენტაციო მიზნებს მოემსახურება.
