მოგწონთ თუ არა Apple-ის პროდუქტები, ძნელია არ ვაღიაროთ კომპანიის ლეგენდარული სარეკლამო კამპანიები. ცნობილი “1984” Macintosh, 1997 წლის “Think Different”, 2006 წლის “Get a Mac” სერიები და ბოლოს iPhone-ის რეკლამები. Apple-ის ბოლო სერიის რეკლამები, რომლებიც 2012 წლის ლონდონი ოლიმპიადის ტრანსლაციებისას გადის არანაირად არ გავს მის წინამორბედებს.
რეკლამაში არის ერთი მსახიობი რომელიც Apple Genius Bar-ის თანამშრომელია და სულელური პრობლემის მოგვარებაში ეხმარება ადამიანებს. ეს არის ახალგაზრდა გენიოსის საქმე, რომ ასწავლოს მაკის მომხმარებლებს თავიანთი კომპიუტერების გამოყენება. რეკლამები ინტელექტუალურად იმდენად ღარიბია, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს თუ ვინ მისცა მათ მწვანე შუქი და ვინ გადაიხადა ამაში 1 მილიარდი რომ ოლიმპიური თამაშების პრაიმთაიმში გავიდოდა. მოდით ვნახოთ რეკლამები და დასკვნა ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=i-yoqIlNS8Y[/youtube]
წყარო: TheVerge