გუშინ nVidia-მ პირველად წარმოადგინა ტაბლეტი, Tegra 2-ის პლატფორმაზე. ნიმუში წარმოებულია კომპანია Foxconn-ის მიერ.
სიახლე, რომელსაც ჯერ არ აქვს სახელი, აწყობილია Tegra 250 ჩიპსეტის ბაზაზე, რომელსაც გააჩნია ორბირთვიანი ARM-პროცესორი Cortex A9 ტაქტური სიხშირით 1 გჰც, რომელიც თეორიულად 25 %-ით სწრაფია, ვიდრე Cortex A8, რომელიც დაყენებულია iPad-ში.
გარდა ამისა მოწყობილობას გააჩნია: 9-დიუმიანი სენსორული მულტითაჩ-დისპლეი, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, Bluetooth მოდული, ვებ-კამერა და წყვილი USB-პორტი.
ტაბლეტი იმართება ოპერაციულ სისტემა Google Android-ზე.
მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოს.

